LFP-ის პრეზიდენტი: ვშიშობ, კანონთან პრობლემების გამო ლიონელ მესი პრიმერას დატოვებს

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის (LFP) პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" თავდამსხმელის ლიონელ მესის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

ახლახან კატალონიური გუნდის არგენტინელ ვარსკლავს და მამამისს, ხორხე მესის, ესპანეთის სასამართლომ თავისუფლების 21-თვით აღკვთა მიუსაჯა. თუმცა, განაჩენი მათ ციხეში ჩასმას არ ითვალისწინებს, რადგან ესპანეთში 2 წელზე ნაკლები ვადით ნებისმიერი სასჯელის მოხდა პირობითი პატიმრობითაც შეიძლება.

- ლიონელ მესისა და მამამისს ბარსელონას სასამართლომ 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

"საქმე იურიდიულ სტრუქტურებთან შექმნილ პრობლემასთან გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ მესი დამნაშავეა, უბრალოდ, მან გადასახადების გადახდისთვის სარისკო სტრუქტურა შეარჩია. მესიმ სახემწიფო ხაზინას
160 მლნ ევროზე მეტი გადაუხადა, ეს თანხა კი გზებსა და საავადმყოფოებს მოხმარდა.

რა თქმა უნდა, ვშიშობ, რომ კანონთან პრობლემების გამო მესი ესპანეთის ჩემპიონატს დატოვებს. LFP ლიონელს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მოხარულია, რომ ის ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს", - აქვეყნებს ტებასის ნათქვამს AS.
მკითხველის კომენტარები / 17 /
თუ ეს ასე მოხდა ძნელი მისახვედრი არ არის ვისთვის იქნება; ძალიან,ძალიან გასახარი ეს ამბავი.
sake
14:30 09-07-2016
0
თქვენც ხომ ეგ გინდათ, რომ მერე რეალმა იგულაოს. თფუ თქვენი.....
სულხანი
15:43 09-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული