LFP-ის პრეზიდენტი: ვშიშობ, კანონთან პრობლემების გამო ლიონელ მესი პრიმერას დატოვებს

AutoSharing Option
ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის (LFP) პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა "ბარსელონას" თავდამსხმელის ლიონელ მესის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

ახლახან კატალონიური გუნდის არგენტინელ ვარსკლავს და მამამისს, ხორხე მესის, ესპანეთის სასამართლომ თავისუფლების 21-თვით აღკვთა მიუსაჯა. თუმცა, განაჩენი მათ ციხეში ჩასმას არ ითვალისწინებს, რადგან ესპანეთში 2 წელზე ნაკლები ვადით ნებისმიერი სასჯელის მოხდა პირობითი პატიმრობითაც შეიძლება.

- ლიონელ მესისა და მამამისს ბარსელონას სასამართლომ 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

"საქმე იურიდიულ სტრუქტურებთან შექმნილ პრობლემასთან გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ მესი დამნაშავეა, უბრალოდ, მან გადასახადების გადახდისთვის სარისკო სტრუქტურა შეარჩია. მესიმ სახემწიფო ხაზინას
160 მლნ ევროზე მეტი გადაუხადა, ეს თანხა კი გზებსა და საავადმყოფოებს მოხმარდა.

რა თქმა უნდა, ვშიშობ, რომ კანონთან პრობლემების გამო მესი ესპანეთის ჩემპიონატს დატოვებს. LFP ლიონელს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მოხარულია, რომ ის ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს", - აქვეყნებს ტებასის ნათქვამს AS.
მკითხველის კომენტარები / 17 /
რონალდოა ქეთინო და მესი ჰერკულესი? რასაც რონალდო ქველმოქმედებას ეწევა, მთელი ბარსელონა არ აკეთებს მაგდენს. კაცმა ტატუ არ გაიკეთა იმიტომ, რომ დონორია. და საერთოდ რა დაგიშავათ ამ რონალდომ სულ რომ ამ კაცის გინებაში ხართ.
mixo
12:18 10-07-2016
0
romeli barcelonas fexburtelia pirovnulad iseti romelshic sheidzleba davinaxot cudi adamiani...yvelas aqvs dadebiti da iaryofiti ai tundac realshi esetebi zalian bevri arian pepeti dawyebuli da ramosit damtavrebuli nu ronaldo shuashi
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული