შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას

AutoSharing Option
შესაძლოა, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

ამის შესახებ AS იუწყება, რომლის ცნობით, 46 წლის არგენტინელ სპეციალისტს "ატლეტიკოს" მიტოვება არ სურს და კლუბსა და ნაკრებში თანამდებობების შეთავსებაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებში ბოლოს ხერარდო მარტინო მუშაობდა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტი კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ დატოვა.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ სიმეონეს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტში გათვალისწინებული აქვს პუნქტი, რომლის თანახმად, უპრობლემოდ შეძლებს კლუბის დატოვებას, თუკი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისგან მიწვევა ეროვნულ ნაკრებში ექნება.
ასევე დაგაინტერესებთ