"ბარსელონა" პსჟ-ს მცველში 60 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ს ცენტრალურ მცველ მარკინიოსის შეძენას გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" მზადაა ბრაზილიელის სანაცვლოდ პარიზელებს 60 მლნ ევრო გადაუხადოს. 22 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2019-წლამდე აკავშირებს და როგორც წყარო იტყობინება, კლუბში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და კლუბის შეცვლის მომხრეა, მაგრამ თავად პარიზელებს მისი გაშვება არ სურთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული