ფეხბურთი მარტო კაცებისაა? ლუის სუარესი ქალთა გუნდების საფეხბურთო მატჩზე მიიწვიეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ჩემიონატის მატჩზე დაპატიჟეს, რომელშიც ერთმანეთს "სანტა-ტერეზა" და "ბეტისი" დაუპირისპირდებიან.

"სანტა ტერეზას" ხელმძღვანელობამ სუარესს მიწვევა მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ურუგვაელმა ფეხბურთი კაცების სპორტის სახეობად მოიხსენია.

"ლუის სუარესს შაბათს გასამართ თამაშზე ვეპატიჟებით", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე".

ფრაზა, რომ ფეხბურთი კაცების თამაშია, ლუის სუარესმა "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის V ტურის შეხვედრის შემდეგ თქვა. ურუგვაელმა ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე ფეხბურთელს, ფილიპე ლუიშს ტრავმა მიაყენა, ამ უკანასკნელმა კი ნატკენი ფეხის ფოტო უმალ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა
სუარესი.

- ლუის სუარესმა ფილიპე ლუიშს ფეხი გაუხვრიტა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალებს თითქმის არაფერი გამოუგონებიათ, მათ შორის სპორტული თამაშები. ისინი ყოველთვის ჩვენ შემოგვჩერებიან ახალს რას გავაკეთებთ და ეს უდავო ფაქტია. ისტორიულად მათ არ ჩამოუყალიბდათ შემოქმედებითი აზროვნება, რადგან ჩვენ ტყავიდან ვძვრებით მათ რომ თავი მოვაწონოთ, ვიგონებთ ათას რამეს ისინი კი უბრალდ დგანან და ჩვენ გვიყურებენ, მაქსიმუმ მაკიაჟი გაიკეთონ DD.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული