კრიშტიანო რონალდო: ჩემით "ბარსელონაც" ინტერესდებოდა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს გადაბირებით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, როდესაც ის ლისაბონის "სპორტინგის" ღირსებას იცავდა. ამ პორტუგალიური კლუბის მთავარი გუნდის ღირსებას ის 2002-03 წლებში იცავდა, რის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.

პორტუგალიელის თქმით, მისადმი ინტერესს კატალონიური "ბარსელონაც" იჩენდა.

"როდესაც "სპორტინგში" რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე, რამდენიმე ევროპული კლუბისგან ინტერესი დავიმსახურე. მაშინ ჩემით დაინტერესდა "ბარსელონაც". ასევე: ლონდონის "არსენალი", მილანის "ინტერი" და "ვალენსია".

აი, "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ინტერესი კი გამორჩეული იყო, თავად მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი მელაპარაკა, რაც ჩემთვის მოულოდნელობა და სიურპრიზი იყო", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს O
Jogo.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს.
ასევე დაგაინტერესებთ