„ახალი სეზონისთვის მოსამდაზებელ შეკრებას სამი მეკარით დავიწყებთ. ესენი არიან: რალფ ფერმანი, მათიას შობერი და ლარს უნერშტალი. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ვიყიდი თუ არა სხვა მეკარეს. გამორიცხული არაა, რომ შეკრების შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე ამ მხრივ გავაქტიურდეთ - გააჩნია, როგორც შთაბეჭდილებას დატოვებენ ზემოთ ჩამოთვლილი კიპერები,“ -
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რანგნიკი და ჰელდტი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ლემანი ზედმეტად ასაკოვანია და თანაც, წელიწადში 4 მილიონი ევროს სახით, მისი ასაკიდან გამომდინარე, უტოპიურად მაღალ ხელფასს ითხოვს. ამრიგად, თუკი ვარჯიშებზე და ტესტ-მატჩებში „აინტრახტიდან“ გადმოყვანილი ფერმანი იმედებს გაამართლებს, რანგნიკი პირველი მეკარის სტატუსს მიანიჭებს.
„ბილდის“ ინფორმაციით, თუ გელზენკირხენელთა თავკაცი ფერმანით უკმაყოფილო დარჩა, „შალკე“ ივლისის ბოლოს სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდება და მიზანს 21 წლის პოლონელი კიპერისკენ, გრეგორ სანდომიერსკისკენ მიმართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"