ლემანს, არაო!

AutoSharing Option
„შალკემ“ 41 წლის იენს ლემანზე უარი თქვა. გელზენკირხენული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა (52 წლის) და მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა (41) გადაწყვიტეს, რომ ვეტერანი მეკარე, რომელსაც გასულ სეზონში კარიერა დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ მაისში „არსენალში“ დროებით დაბრუნდა, არ სჭირდებათ.

„ახალი სეზონისთვის მოსამდაზებელ შეკრებას სამი მეკარით დავიწყებთ. ესენი არიან: რალფ ფერმანი, მათიას შობერი და ლარს უნერშტალი. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, ვიყიდი თუ არა სხვა მეკარეს. გამორიცხული არაა, რომ შეკრების შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე ამ მხრივ გავაქტიურდეთ - გააჩნია, როგორც შთაბეჭდილებას დატოვებენ ზემოთ ჩამოთვლილი კიპერები,“ -
უთხრა „პროფესორმა რალფმა“ „ბილდს“.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რანგნიკი და ჰელდტი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ლემანი ზედმეტად ასაკოვანია და თანაც, წელიწადში 4 მილიონი ევროს სახით, მისი ასაკიდან გამომდინარე, უტოპიურად მაღალ ხელფასს ითხოვს. ამრიგად, თუკი ვარჯიშებზე და ტესტ-მატჩებში „აინტრახტიდან“ გადმოყვანილი ფერმანი იმედებს გაამართლებს, რანგნიკი პირველი მეკარის სტატუსს მიანიჭებს.

„ბილდის“ ინფორმაციით, თუ გელზენკირხენელთა თავკაცი ფერმანით უკმაყოფილო დარჩა, „შალკე“ ივლისის ბოლოს სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდება და მიზანს 21 წლის პოლონელი კიპერისკენ, გრეგორ სანდომიერსკისკენ მიმართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული