„ბაიერნის“ ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდება და საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. „თუ ჯანმრთელად ვიქნები, არასაფეხბურთო პრობლემებიც არ შემაწუხებს და მწვრთნელთანაც კარგი ურთიერთობა მექნება, თამამად ვიტყვი, ლიონელ მესიზე ნაკლებად არ ვითამაშებ.
დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია, მესის დონეს მივაღწიო,“ - ამბობს რიბერი „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ფრანგ დრიბლიორს გული კარგს უგრძნობს და ამას ასე ასაბუთებს: „ახლა ბაიერნელობა ისე მიხარია, როგორც პირველ სეზონში მიხაროდა და ხომ გახსოვთ, როგორ ვითამაშე პირველ სეზონში? ჩემსა და მეს
ის შორის განსხვავება ის არის, რომ ის უმაღლეს დონეზე ზედიზედ სამი-ოთხი წელია თამაშობს. ამის გამო ის მართლა ფანტასტიკური, განუმეორებელი ფეხბურთელია!“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"