ფრინგსმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტორსტენ ფრინგსმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო ასპარეზზე გადანაცვლება გადაწყვიტა.

34 წლის საყრდენ ნახევარმცველს ბუცები ლურსმანზე ჯერ არ ჩამოუკიდებია, მაგრამ ამას მალე აპირებს და მაშინვესამწვრთნელო ლიცენზიის აღებას შეეცდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემგან კარგი მწვრთნელი დადგება, რადგან ძალიან მონდომებული ვარ. იმედი მაქვს, იმდენს მაინც შევძლებ, რომ ბუნდესლიგაში ვიმუშავო, ხოლო თუ გამიმართლებს და ოდესმე „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელი გავხდები, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს,“ - აცხადებს ფრინგსი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტორსტენი ზაფხულში „ტორონტოში“ გადავიდა და კანადურ კლუბთან
კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად „ვერდერის“ 19-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ტორსტენ ფრინგსს ბრემენული კლუბის შემადგენლობაში ბუნდესლიგის ეგიდით 326 თამაში აქვს ჩატარებული (36 გოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული