შუმახერი "კიოლნის" პრეზიდენტად?

AutoSharing Option
გერმანული გაზეთის Express-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მიხაელ შუმახერი, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბ "კიოლნის" ახალი პრეზიდენტი გახდეს.

ვოლფგანგ ოვერატმა, რომელიც ამ გუნდს 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა, ნოემბერის შუა რიცხვებში დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა. 20 დეკემბერს უნდა ჩატარდეს კლუბის წევრთა სხდომა და სწორედ იქ გაიმართება ახალი პრეზიდენტის არჩევნები.

"დიახ, ჩვენს სიაში არის მიხაელ შუმახერი, მაგრამ რთული სათქმელია, დაიკავებს თუ არა ის კლუბის პრეზიდენტის ადგილს", - აღიარა "კიოლნის" დამკვირვებელი საბჭოს პრეზიდენტმა, ვოლფ ვერნერმა.

საინტერესოა, რომ 2002 წელს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კლუბის სპონსორი უნდა გამხდარიყო, მაგრამ პილოტის მაშინდელ
მენეჯერთან ვილი ვებერთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ორი წლის შემდეგ ვოლფგანგ ოვერატმა აღიარა, რომ უნდოდა ფორმულა 1-ის ლეგენდასთან პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. "მიხაელ შუმახერთან თანამშრომლობა დიდი პატივი იქნებოდა ჩვენთვის", - განაცხადა მაშინ ოვერატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული