მარკო არნაუტოვიჩის კურიოზული ტრავმა

AutoSharing Option
"ვერდერის" ავსტრიელმა თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა კურიოზულ ვითარებაში სერიოზული ტრავმა მიიღო და ბრემენულ კლუბს, მინიმუმ, თვენახევარი ვეღარ დაეხმარება.

ავტრიელმა მუხლის ტრავმა თავის ძაღლთან თამაშის დროს მიიღო. "დიახ, ეს სიმართლეა და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ეთამაშებოდე ძაღლს ისე, რომ ფეხი ასე გადაიბრუნო," - შეწუხებულია "ვერდერის" მწვრთნელი თომას შააფი.

ამასობაში გაირკვა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ვესლი 20-თვიანი წარუმატებელი მოღვაწეობის შემდეგ "ვერდერს" ტოვებს და ახლავე ბრაზილიაში, სადაც კარიერას "პალმეირასში" გააგრძელებს. ვესლი ბრემენში 2010 წლის აგვისტოდან თამაშობდა, მაგრამ უდიდესი იმედები ვერ
გაამართლა. ბუნდესლიგის 26 მატჩში მან მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული