11 აპრილს დორტმუნდის "ვესტფალენშტადიონზე" "ბორუსია" "ბაიერნს" უმასპინძლებს და სწორედ ამ მატჩმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი.
ბაიერნი დორტმუნდზე ფიქრობდა
29-ე ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ასეთი ვითარებაა: დორტმუნდელებმა "ვოლფსბურგში" 3:1 გაიმარჯვეს და 66 ქულით პირველ ადგილზე დარჩნენ, "ბაიერნმა" კი მიუნხენში "აუგსბურგს" 2:1 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი დორტმუნდს კვლავ 3 ქულით ჩამორჩება.
თუკი "ბაიერნი" ოთხშაბათს "ბორუსიას" დაამარცხებს, გალიდერდება! მართალია,
მიუხედავად იმისა, რომ "აუგსბურგთან" მოგება, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ, ბავარიელები სეზონის ცენტრალურ მატჩს უაღრესად თავდაჯერებულები ხვდებიან.
კითხვაზე, თუ რატომ უნდა გახდეს "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი, რეკორდმაისტერის მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა 7 აპრილს ასე უპასუხა:
"ზედიზედ ცხრა თამაში მოვიგეთ და მიუხედავად კვირაში ორ-ორი მატჩისა, მაინც ძალიან კარგად ვთამაშობთ. დორტმუნდში მოსაგებად მივდივართ!"
"ეს ბრწყინვალე მატჩი იქნება და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ შეხვედრის შედეგს თამამად იწინასწარმეტყველებს. დორტმუნდში უშეცდომო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ და ასეთ შემთხვევაში მოგების კარგი შანსი გვექნება", - ეს კი ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.
რაც შეეხება "აუგსბურგთან" მატჩს - გადარჩენისთვის მებრძოლმა მეტოქემ "ბაიერნს" ანგარიშის გათანაბრებით (22-ე წუთზე კოომ ნოიერს ბურთი ფეხებშუა გაუტარა) თავსატეხი გაუჩინა, თუმცა მიუნხენელებმა მაინც მოახერხეს სამი ქულის აღება, რაც დიდწილად მარიო გომესის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ახლა მარტო ბუნდესლიგაში უკვე 25 გოლი აქვს გატანილი.
აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ბასტიან შვაინშტაიგერი და ამით "დორტმუნდთან" მატჩისთვის გენერალური რეპეტიცია გაიარა. დისკვალიფიცირებული ლუის გუსტავო მეორე საყრდენად ანატოლი ტიმოშჩუკმა შეცვალა, ტონი კროოსი კი თავიდან სკამზე იჯდა...
დორტმუნდმა შიში არ იცის
რაც შეეხება "დორტმუნდს": აქედანვე ცნობილია, რომ მარიო გიოტცე ზეგამდე ვერ მოასწრებს იმ კონდიციამდე მისვლას, რომ მოედანზე გასვლა მოახერხოს. ეს ცნობა 8 აპრილს გავრცელდა და მერე "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმაც დაადასტურა - მარიოს თამაში ზედმეტად სარისკოა და ჩვენ ამ რისკზე ვერ წავალთო.
თუმცა დორტმუნდელები 19 წლის ვუნდერკინდის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებიან: შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ვოლფსბურგი" მისსავე მოედანზე 3:1 დაამარცხეს და "ბაიერნთან" 3-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნეს.
სამიდან ორი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა, ერთი კი ილქაი გიუნდოგანმა გაიტანა. ამრიგად, გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა წაუგებელი სერია 23 მატჩამდე გაზარდა - დორტმუნდელთა უკანასკნელი მარცხი 18 სექტემბრით თარიღდება: 1:2 "ჰანოვერთან"...
ფრე, რომელიც არცერთს აწყობდა
სანამ გერმანია სუპერმატჩის მოლოდინშია, გადარჩენისთვის და ევროპალიგის საგზურებისთვის გაჩაღებული ბრძოლაც უკიდურესად დაიძაბა.
"კიოლნისა" და "ვერდერის" სახით 7 აპრილს ისეთი გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომლებიც სხვადასხვა მიზნისთვის იბრძვიან, მაგრამ არცერთის მიზანი არაა მეორისაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, "თხების" თავკაცმა სტალე სოლბაკენმა, რომელსაც ერთი კვირის წინ გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდნენ, გუნდის მოტივირება შეძლო, რადგან "კიოლნმა" "ვერდერთან" საკმაოდ კარგად ითამაშა.
მართალია, ბრემენელებს ექვსი წამყვანი ფეხბურთელი (ნალდო, ექიჩი, არნაუტოვიჩი, ჰანტი, პრიოდლი, ბარგფრედე) აკლდათ და ანგარიშიც გახსნეს (როზენბერგი), მაგრამ საერთო ჯამში "კიოლნმა" უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სოლბაკენსაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (ნოვაკოვიჩი, პეტიტი, პეცონი, ანდრეზინიო) აკლდა.
"თხებმა" წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს და მეორე ნახევარში ლუკას პოდოლსკის გამარჯვების გოლის გატანაც კი შეეძლო, მაგრამ ცოტა დააკლდა. საბოლოოდ კი 1:1, რითაც არც "კიოლნი" დარჩა კმაყოფილი და არც "ვერდერი"...
შტუტგარტი წინ, მაინცი უკან
"შტუტგარტმა" დაამტკიცა, რომ წინა ტურში დორტმუნდში 4:4-ისთვის შემთხვევით არ მიუღწევია.
მართალია, შვაბები "მაინცთან" თავიდან აგებდნენ (ანგარიში ივანშიტცმა პენალტით გახსნა), მაგრამ ბრუნო ლაბადიას შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს (ჰაინალი), მეორე ტაიმში კი მაინცელებს თავბედი აწყევლინეს: იანვარში "ჰოფენჰაიმიდან" 5 მილიონ ევროდ ნაყიდმა ვედად იბიშევიჩმა დუბლი შეასრულა, ზდრავკო კუჟმანოვიჩმა კი პენალტით იხეირა და საბოლოოდ 4:1, რითაც შტუტგარტელებმა ევროპალიგის ზონაში უკვე მყარად მოიკიდეს ფეხი; ხოლო "მაინცს" კი ჯერ კიდევ მოუწევს ნერვიულობა, რადგან ტუხელის გუნდს ელიტაში დარჩენა არ გაუნაღდებია.
მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოვიდა ბოლო დროს ძალიან კარგად ათამაშებული "ფრაიბურგისა" და აშკარა კრიზისში მყოფი "ნიურნბერგის" დაპირისპირებაც. ფრანკებს ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდათ წაგებული და ფრაიბურგში ძალიან მოინდომეს, რაც ორი გატანილი გოლით გამოხატეს. ბრაისგაუელებმა კი დაამტკიცეს, რომ იოლად არცერთ ქულას აღარ დათმობენ: "ფრაიბურგმა" 0:2 2:2-ად გადააქცია!..
კაიზერსლაუტერნი ვეღარ გადარჩება
მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან გადასარჩენად ბრძოლას, სადაც ამ ტურამდე 8 გუნდი იყო ჩართული, ერთი უკვე საბოლოოდ გამოეთიშა: აუტსაიდერი "კაიზერსლაუტერნი" "ჰოფენჰაიმთანაც" დამარცხდა, თანაც საკუთარ მოედანზე და კრასიმირ ბალაკოვის გუნდს სარელეგაციო მე-16 ადგილამდე უკვე 9 ქულა აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლაუტერნს" მომდევნო სეზონში ელიტაში ვეღარ ვიხილავთ.
ბალაკოვმა კი დანიშვნიდან მესამე თამაშიც წააგო. თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სასწაული მოხდეს, მაგრამ როცა გუნდი ფაქტობრივად უმოტივაციო "ჰოფენჰაიმსაც" ვერ უგებს, იქ უკიდურესად ოპტიმისტი ადამიანიც კი ვერ იტყვის, ზღაპრების მჯერაო.
ჰერტასთვის ქულაც საქმეა
სამაგიეროდ, მიონხენგლადბახში მიღწეული ფრეთი (0:0) გადარჩენის საკმაოდ კარგი შანსი შეინარჩუნა "ჰერტამ", რაც ბერლინულ კლუბს უდავოდ წარმატებაში უნდა ჩავუთვალოთ, "გლადბახს" კი - მორიგ წარუმატებლობაში. თავად განსაჯეთ: ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფმა მიონხენგლადბახელებმა ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანეს და ერთადერთი თამაში მოიგეს, რაც კრიზისული შედეგებია და ლოგიკურია ის, რომ ლუსიენ ფავრის გუნდს 7 აპრილს საკუთარმა ფანებმა ბევრი უსტვინეს.
თანაც, "გლადბახმა" თავისი ლიდერი მარკო როისი დაკარგა! ამ უკანასკნელმა მატჩის დასაწყისშივე მიიღო ტრავმა (კრისტიან ლელთან ორთაბრძოლაში) და უკვე მე-20 წუთზე შესაცვლელი გახდა. ექიმების თქმით, დიდია იმის შანსი, რომ როისმა 10 აპრილს "ვერდერთან" ვერ იასპარეზოს.
მარკოს გარეშე დარჩენილმა მიონხენგლადბახელებმა "ჰერტას" ვეღარაფერი დააკლეს და მატჩი 0:0 დამთავრდა, რითაც, ცხადია, ბერლინელები უფრო კმაყოფილები დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ ოტო რეჰაგელმა ლევან კობიაშვილი ისევ ძველ პოზიციაზე, მარცხენა მცველად ათამაშა...
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტური
ვოლფსბურგი-ბორუსია (დ) 1:3
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ტრეში (80. სიო), მადლუნგი, ფელიპე ლოპესი, როდრიგესი - პოლაკი, ჟოსუე (54. ირჟაჩეკი) - დეჟაგა, მ. შეფერი - ჰელმესი (46. ვიერინია), მანჯუკიჩი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (87. ოვომოიელა), კაგავა (81. ლაიტნერი), პერიშიჩი (69. გროსკროიტცი) - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (22), 0:2 გიუნდოგანი (49), 1:2 მანჯუკიჩი (61), 1:3 ლევანდოვსკი (90)
გაძევება: მადლუნგი (84. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: დეჟაგა - სუბოტიჩი, კელი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-10; კარში დარტყმა: 11(6)-11(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 000
ბაიერნი-აუგსბურგი 2:1
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ტიმოშჩუკი (52. კროოსი), შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი (91. კონტენტო) - გომესი.
აუგსბურგი (4-1-4-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ჰოსოგაი (55. ს. ჰაინი) - მ. ნდიენგი (75. ვერნერი), კოო, ბაიერი, ბელინგჰაუზენი - რაფაელი (55. კალსენ-ბრაკერი).
გოლები: 1:0 გომესი (1), 1:1 კოო (23), 2:1 გომესი (60)
გაფრთხილება: ბადშტუბერი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18(5)-7(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 69 000
კიოლნი-ვერდერი 1:1
კიოლნი (4-2-2-2): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო, ჟერომელი, ჯემალი - ლანიგი, რიტერი (92. მაკენა) - კლემენსი, პეჟკო (46. იაიალო) - იშაკი (89. ჩონგი), პოდოლსკი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი, სოკრატისი, შმიტცი - თრაიბული - იუნუზოვიჩი (61. ბიონიში), იგნიოვსკი - მარინი - როზენბერგი, პისარო.
გოლები: 0:1 როზენბერგი (24), 1:1 ჯემალი (39)
გაფრთხილება: პეჟკო, რიტერი, იაიალო - ფრიტცი, სოკრატისი
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13(4)-7(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 50 000
შტუტგარტი-მაინცი 4:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი, კუჟმანოვიჩი (77. გენტნერი) - ჰარნიკი (86. ოკაზაკი), ჰაინალი (83. კაკაუ), შიბერი - იბიშევიჩი.
მაინცი (4-3-1-2): ვეტკლო - ბუნგერტი (67. პოსპეხი), კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - პოლანსკი, ბაუმგარტლინგერი, სოტო - ივანშიტცი (67. ზიდანი) - უჯა (54. სალაი), ჩუპო-მოტინგი.
გოლები: 0:1 ივანშიტცი (3-პენ), 1:1 ჰაინალი (8), 2:1 იბიშევიჩი (49), 3:1 კუჟმანოვიჩი (65-პენ), 4:1 იბიშევიჩი (85)
გაფრთხილება: ოკაზაკი - პოლანსკი
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10(6)-14(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 55 100
ფრაიბურგი-ნიურნბერგი 2:2
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, დიანიე, გინტერი, ზორგი - შუსტერი (25. ფლუმი), მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური (79. სანტინი) - ფრაისი, გუედე (46. რაიზინგერი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, ნილსონი, მარო, პინოლა - ბალიტში, სიმონსი - ჩენდლერი, დიდავი (69. კოენი), მაკი (85. ბუნიაკუ) - პეკჰარტი (80. ჰეგელერი).
გოლები: 0:1 დიდავი (8), 0:2 პეკჰარტი (45+2), 1:2 დ. კალიჯური (53-პენ), 2:2 მაკიადი (79)
გაფრთხილება: მაკიადი, ფლუმი, ზორგი - ფოილნერი, ნილსონი, მარო, ბალიტში
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 22-24; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12(3)-14(5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 24 000
კაიზერსლაუტერნი-ჰოფენჰაიმი 1:2
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, იაია, როდნი, ბუგერა - ბორისიუკი (46. კირხი) - დერშტროფი (63. ვოოტენი), ტიფერტი (84. პეცოსი), დე ვიტი, ფორტუნისი - სუკუტა-პასუ.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, კომპერი, ვორსა (46. ვესტერგაარდი), ჯონსონი - ვაისი, ვილიამსი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი, რობერტო ფირმინიო (69. ბაბელი) - შიპლოკი (85. ლაკიჩი).
გოლები: 0:1 სალიჰოვიჩი (26-პენ), 0:2 ვუკჩევიჩი (71), 1:1 ბუგერა (86)
გაფრთხილება: როდნი, ტიფერტი, დე ვიტი - სალიჰოვიჩი, ვაისი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 21-24; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14(5)-13(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 40 296
ბორუსია (მ)-ჰერტა 0:0
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (75. რინგი), არანგო - როისი (20. დე კამარგო), ჰანკე.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ჰუბნიკი, ბასტიანსი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - რუკავიტსია, რაფაელი (88. ლასოგა), ბენ-ჰატირა - რამოსი.
გაფრთხილება: ბენ-ჰატირა
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 12(3)-6(5); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 52 691
შალკე-ჰანოვერი 3:0
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა (83. ჰიოვედესი), პაპადოპულოსი, მეტცელდერი, ესკუდერო - ჰიოგერი, მორიტცი - ფარფანი, რაული (71. ჰოლტბი), დრაქსლერი (77. პუკი) - ჰუნტელაარი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, ეგიმანი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ (69. შტოპელკამპი) - ია კონანი, პანდერი (46. რაუში) - აბდელაუ (41. შლაუდრაფი), მ. დიუფი.
გოლები: 1:0 რაული (6), 2:0 რაული (47), 3:0 ჰუნტელაარი (63)
გაფრთხილება: ჰაგი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 16(10)-4(0); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 61 673
ჰამბურგი-ლევერკუზენი 1:1
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ბრუმა, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - ტეშე, იაროლიმი (77. რინკონი) - ილიჩევიჩი (71. ტიორე), იანსენი - პეტრიჩი (88. სონი), ბერგი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი, როლფესი - რენატო (78. დერდიოკი), ბალაკი (65. ბარნეტა), შიურლე - კისლინგი (84. ბელარაბი).
გოლები: 1:0 პეტრიჩი (40), 1:1 შიურლე (55)
გაფრთხილება: აოგო, იაროლიმი - მ. ფრიდრიხი, როლფესი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18(4)-15(9); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 48 000
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 29 20 6 3 66-22 66
2. ბაიერნი 29 20 3 6 69-19 63
3. შალკე 29 18 3 8 64-35 57
4. ბორუსია (მ) 29 15 7 7 41-20 52
5. შტუტგარტი 29 12 7 10 52-39 43
6. ლევერკუზენი 29 11 8 10 40-39 41
7. ვერდერი 29 11 8 10 42-44 41
8. ჰანოვერი 29 10 11 8 37-42 41
9. ვოლფსბურგი 29 12 4 13 41-52 40
10. ჰოფენჰაიმი 29 9 10 10 34-40 37
11. მაინცი 29 8 9 12 43-48 33
12. ნიურნბერგი 29 9 5 15 27-41 32
13. ფრაიბურგი 29 8 8 13 39-55 32
14. ჰამბურგი 29 7 10 12 33-51 31
15. აუგსბურგი 29 6 12 11 31-44 30
16. კიოლნი 29 8 5 16 36-59 29
17. ჰერტა 29 6 9 14 30-52 27
18. კაიზერსლაუტერნი 29 3 11 15 18-41 20
ბომბარდირები
25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 19 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - რაული (შალკე), ჰარნიკი (შტუტგარტი).
მომდევნო ტური
10 აპრილი
ჰერტა-ფრაიბურგი, აუგსბურგი-შტუტგარტი, მაინცი-კიოლნი, ვერდერი-ბორუსია (მ).
11 აპრილი
ბორუსია (დ)-ბაიერნი, ნიურნბერგი-შალკე, ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი, ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი, ჰანოვერი-ვოლფსბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"