რას გვეუბნება სტატისტიკა?

AutoSharing Option
დორტმუნდში გამართული მატჩების ბალანსი: 13-17-12, ბურთების შეფარდება: 64:59; საერთო ბალანსი: 21-26-38.

* პირველ წრეში ბორუსიამ მიუნხენში 1:0 მოიგო. გამარჯვების გოლი მარიო გიოტცემ გაიტანა.

* "ბორუსიამ" "ბაიერნს" ბოლო სამი თამაში მოუგო. ამაზე უკეთესი შედეგი (ზედიზედ ოთხი მოგება) "ბაიერნთან" მხოლოდ ბრემენის "ვერდერს" აქვს (30.11.1991 - 9.9.1993).

* "ბორუსიამ" საკუთარ მოედანზე "ბაიერნთან" ყველაზე დიდი ანგარიშით 2009 წლის 12 სექტემბერს წააგო: 1:5.

* ლიდერი მასპინძლობს მეორეადგილოსანს: ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 20-20 მოგება მხოლოდ "დორტმუნდს" და "ბაიერნს" აქვთ.

* "დორტმუნდმა" არსებობის ისტორიაში პირველად არ წააგო ზედიზედ
23 თამაში და დღეს "ლევერკუზენის" რეკორდის გამეორება შეუძლია - "ბაიერს" 2009/10 წლების სეზონში 24-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

* "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" დუელების საუკეთესო ბომბარდირები გერდ მიულერი (14 გოლი "ბაიერნისთვის") და ლოთარ ემერიხი (8 გოლი "დორტმუნდისთვის") არიან.

* "დორტმუნდში" "ბაიერნის" წინააღმდეგ ყველაზე მეტი მატჩი მიხაელ ცორკს აქვს გამართული (28), რომელიც დღეს "ბორუსიას" მენეჯერია. "ბაიერნიდან" კი ასეთი მაჩვენებლით ოლივერ კანი დაიკვეხნის, რომელიც რეკორდმაისტერის კარს "დორტმუნდთან" 27 მატჩში იცავდა.

* დორტმუნდელი სებასტიან კელი ბუნდესლიგაში 250-ე მატჩს გამართავს, მეკარე რომან ვაიდენფელერი კი "ბორუსიის" კარს 250-ედ დაიცავს.

* "დორტმუნდის" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი ადრე "ბაიერნის" ფეხბურთელი იყო და რეკორდმაისტერის ფორმით ბუნდესლიგაში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

* "ბაიერნს" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შეექმნა (229) და ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (69). ამ რეიტინგში მეორე ადგილზე "დორტმუნდია": 225 მომენტი, 66 გოლი.

* "ბაიერნს" პირველ 30 წუთში ყველაზე მეტი, 26 გოლი აქვს გატანილი. დორტმუნდელებს კი გოლების გატანა უფრო ბოლო 15 წუთში ეხერხებათ: "ბორუსიამ" 75-ე წუთის შემდეგ ამ სეზონში 16 გოლი გაიტანა.

* "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ბოლო ხუთი თამაში მოიგო (ბურთების შეფარდებით 18:3).

* "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში სულ 20 ფეხბურთელი გამოიყენა, "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა კი - 22. ორივე გუნდს ყველაზე ცოტა ფეხბურთელი ჰყავს გამოყენებული.

* "ბაიერნის" ნახევარმცველ ტონი კროოსს კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდების წინააღმდეგ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და არცერთი არ მოუგია (2 ფრე, 4 წაგება).

* "ბაიერნის" სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი აქტიური სპორტული კარიერის დროს "დორტმუნდის" ფეხბურთელი იყო.

* ჰაინკესს თავის სამწვრთნელო კარიერაში "დორტმუნდი" 16-ჯერ ჰყავს დამარცხებული (10 ფრე, 8 წაგება). "დონ იუპზე" გაცილებით ახალგაზრდა კლოპს კი "ბაიერნთან" მხოლოდ 3 თამაში აქვს მოგებული (2 ფრე, 8 წაგება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული