ბაბაკ რაფატი: მიხარია, რომ ცოცხალი ვარ!

AutoSharing Option
41 წლის გერმანელმა არბიტრმა ბაბაკ რაფატიმ დეპრესიები საბოლოოდ გადალახა და სრულად გამოჯანმრთელდა. ფიფას ჰანოვერელი არბიტრი გუშინ თვითმკვლელობის მცდელობიდან 151 დღის შემდეგ პირველად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და განაცხადა, რომ უკვე სრულიად ჯანმრთელია.

შეგახსენებთ, რომ რაფატიმ თავის მოკვლა 2011 წლის 19 ნოემბერს, "კიოლნისა" და "მაინცის" მატჩის წინ სცადა - შეხვედრა მას მერე გადაიდო, რაც არბიტრი არ გამოცხადდა. რაფატი სასტუმროს ნომერში ვენებგადაჭრილი მისმა ასისტენტებმა იპოვნეს. რამდენიმე წუთი რომ დაეგვიანათ, რაფატი ვერ გადარჩებოდა.

"მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, დეპრესიები მქონდა. კიდევ კარგი, რომ კოლეგებმა დროზე მიპოვნეს.
მიხარია, რომ ცოცხალი ვარ," - უთხრა მან "ბილდს".

ამ შემთხვევის შემდეგ ბაბაკ რაფატიმ სტაციონალური თერაპია გაიარა - მას ვარენდორფის კლინიკაში მთავარი ექიმი დოქტორი მიხაელ ჰეტიხი მკურნალობდა. კურსის დასრულების შემდეგ მსაჯი თავის საცოლესთან ერთად აზიაში გაემგზავრა და სამი კვირა დაისვენა.

გარკვეულია, რომ რაფატი მსაჯობას არ დაუბრუნდება. გამორიცხული არაა, რომ მუშაობა თავისი ძველი პროფესიით განაგრძოს და ისევ ბანკის თანამშრომელი გახდეს. სამაგიეროდ, ბაბაკს მყარად აქვს გადაწყვეტილი დაქორწინება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული