ლევან კობიაშვილის ღია წერილი ბერლინის "ჰერტას" ფანებს

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის მიცემულ ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პირად რეკორდზე მეტად გუნდის ბედი აღელვებს.

ბერლინელთა ქართველმა კაპიტანმა 5 მაისს "ჰერტას" ფანებს მთელი გუნდის სახელით ღია წერილი მისწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო ფანებო,
ძვირფასო ბერლინელებო და ბრანდენბურგელებო,
ამ წერილს მთელი გუნდის სახელით გწერთ:

"ჰოფენჰაიმთან" მატჩი ჩვენთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა!

ჩვენ, ფეხბურთელებს კარგად გვესმის, რომ სეზონის ძალიან ბევრ მატჩში საზიზღრად ვითამაშეთ და იმედები არაერთხელ გაგიცრუეთ.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას, რის გამოც ქედს ვიხრით თქვენს წინაშე. მაგრამ ახლა მთავარი
აწმყოა და ჩვენ ერთად უნდა გადავრჩეთ!

ეს თამაში უნდა მოვიგოთ! ერთ რამეს გპირდებით: ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ჰოფენჰაიმი" დავამარცხოთ!

თქვენ ჩვენი ფანები ხართ, ჩვენ ერთად ვართ "ჰერტა"! თქვენ ყველა მატჩში ფანტასტიკურად გვქომაგობდით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით!
ჩვენ ახლა თითოეულ თქვენთაგანს, მათაც, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ასეთი ქომაგობა არ დავიმსახურეთ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ კიდევ ერთ შეხვედრაში, გვიქომაგეთ ამ 90 წუთის განმავლობაშიც ისე, როგორც გვქომაგობთ ხოლმე, იყავით ეს 90 წუთი ბოლომდე ჩვენთან ერთად და მოგვეცით ძალა - ჩვენ ეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს!

გვჭირდება პირველივე წუთიდან და შეუსვენებლად - ჩვენთვის ახლა ყოველი წამი ძვირფასია! მოდით, ერთად მოვიგოთ ეს მნიშვნელოვანი თამაში!

ერთად ვიბრძოლოთ და ერთად გადავრჩეთ!

დიდი მადლობა!

"ჰერტას" ყველა ფეხბურთელის სახელით,
გუნდის კაპიტანი,
თქვენი ლევან კობიაშვილი".

ასევე იხილეთ
ბუნდესლიგა. XXXIV ტურის წინ: ლევან კობიაშვილი ზე რობერტოს დაეწევა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
merab waudzine she gamotayvanebuloooo
giga
23:59 05-05-2012
0
"ჰერტამ" 3:1 მოიგო და გადარჩა, რადგან "კიოლნმა" სახლში 1:4 წააგო "ბაიერნთან". მივულოცოთ კობიაშვილს
merabi
20:46 05-05-2012
0

სიახლეები პოპულარული