ალაბამ განსაკუთრებით კარგად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალთან" მატჩებში იასპარეზა, რაც, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არავისთვის დარჩა - მათ შორის, არც "ბარსელონასთვის"!
ესპანური გაზეთის, "ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ნიჭიერი ავსტრიელით სერიოზულად დაინტერესდა.
"რეალთან" მატჩებში ალაბამ არა მარტო ძალიან კარგად ითამაშა და იდეალურად კომბინირებდა ფრანკ რიბერითან,
"ბარსას" ხელმძღვანელები ალაბას სისწრაფით, თავდაჯერებით და მარავალმხრივობით მოხიბლულები არიანო, - წერს ხსენებული გაზეთი.
როგორც იცით, კატალონიელები დიდი ხანია, მარცხენა მცველს ეძებენ, რადგან ერიკ აბიდალის სპორტული კარიერის მომავალი გაურკვეველია. დღემდე "ბარსას" ფავორიტ კანდიდატებად "ტოტენჰემის" მარცხენა მცველი გარეთ ბეილი და ვალენსიელი ხორდი ალბა მიიჩნეოდნენ, ახლა კი, მათ რიცხვს დავიდ ალაბაც დაემატა და ჩვენი ესპანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ ახლა ფავორიტი უკვე ახალგაზრდა ავსტრიელია.
ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და ბავარიელებს მისი დათმობა, რა თქმა უნდა, არ სურთ. ჰაინკესი 19 წლის ავსტრიელს არაჩვეულებრივ ფეხბურთელს უწოდებს და ამბობს, რომ "ბაიერნის" მომავალი სწორედ ავსტრიელ მარცხენაფლანგელთან ასოცირდება.
რეკორდმაისტერში თავად დავიდიც ბედნიერია, მაგრამ დიდია იმის შანსი, რომ "ბარსელონას" დაინტერესებამ ალაბას კატალონიურ სუპერგრანდში გადასვლის სურვილი აღუძრას. ასეთ შემთხვევაში, მიუნხენელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"