"ჩვენ დღეს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეკორდს დიდხანს ვეღარავინ დაამხობს. გავა 30, 40 წელი და "დორტმუნდის" გულშემატკივრები ამ სეზონს უდიდესი სიამაყით, ღიმილიანი სახეებით გაიხსენებენ. კიდევ ერთხელ: მე ვამაყობ ამ გუნდით!" - ეს ჩემპიონების მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებია.
BVB-მ
დაჯილდოების ცერემონიალი ამჯერად ტრიბუნებზე შედგა, რადგან დორტმუნდელებს ახსოვდათ შარშანდელი ამბავი, როცა დაჯილდოების დროს მოედანზე ფანები შეიჭრნენ...
დორტმუნდის ბრწყინვალე რეკორდები
ქომაგებმა ამჯერადაც მოახერხეს მოედანზე შეღწევა - იმ დროს, როცა "ბორუსიას" გმირები "ვერცხლის სინით" ერთობოდნენ, ასობით ფანი ზედიზედ მეორე ჩემპიონობას მოედანზე ზეიმობდა. ტრადიცია გაგრძელდა: ქომაგებმა კარები მოხსნეს და მინდვრის საფარის ნაგლეჯები სამახსოვროდ დაინაწილეს.
დორტმუნდელებმა "ფრაიბურგი" პოლონელთა დუბლებით დაამარცხეს: ორი გოლი "კუბა" ბლაშჩიკოვსკიმ გაიტანა, ორიც "ბორუსიას" საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც სეზონი 22 გოლით დაასრულა. საინტერესოა ისიც, რომ მან ამ სეზონში ბურთი ძელს ყველაზე ხშირად, 25-ჯერ მოარტყა.
რეკორდია ისიც, რომ "ბორუსიამ" 28-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო" და მეორე წრეში 47 ქულა აიღო. სარეკორდოა დორტმუნდში დასწრების (80 521 მაყურებელი, საშუალოდ, ერთ მატჩში) მაჩვენებელიც და, სხვათა შორის, არა მარტო ბუნდესლიგის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით!!!
კლოპის მართლაც ბრწყინვალე გუნდს ამ სეზონში ერთი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი: გერმანიის თასის ფინალი (12 მაისს ბერლინში) "ბაიერნთან"...
ჰერტა ბაიერნს უნდა უმადლოდეს
მე-16 ადგილი "ჰერტამ" დაიკავა! ლევან კობიაშვილმა და კომპანიამ "ჰოფენჰაიმი" დაძაბულ მატჩში 3:1 დაამარცხეს და რაკი მიუნხენის "ბაიერნმა" კიოლნში მოიგო (4:1), ბერლინელებმა "თხებს" გადაასწრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "კაიზერსლაუტერნთან" ერთად მეორე ბუნდესლიგაში სწორედ "კიოლნი" დაქვეითდა, "ჰერტა" კი გადარჩენისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ოტო რეჰაგელის გუნდს ახლა მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიანი დუელი ელის, რომლის მოგების შემთხვევაში კობის გუნდი ელიტაში დარჩება.
რელეგაციის პირველი მატჩი 10 მაისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება, საპასუხო კი - 15 მაისს.
"ბერლინელები, ჩვენი გულშემატკივრები პირველ ბუნდესლიგას იმსახურებენ! დღეს ყველანი ვზეიმობთ, ხვალიდან კი მთელი კონცენტრაციით რელეგაციისთვის მოვემზადებით", - თქვა "ჰოფენჰაიმთან" მატჩის შემდეგ რეჰაგელმა.
ბერლინელებმა თავისი საქმე ნაადრევად გააკეთეს: ენის ბენ-ჰატირამ ანგარიში საჯარიმო დარტყმით მე-14 წუთზე გახსნა. 41-ე წუთზე მსაჯმა ტორსტენ კინჰიოფერმა ჰოფენჰაიმელთა თავდამსხმელი რაიან ბაბელი მოედნიდან გააძევა, რაც, თამამად ვიტყვით, კობიაშვილის დამსახურებაა - ბაბელი ჯერ ნიმაიერს შეასკდა, მერე კი კობისაც უბიძგა და რაკი ლევანმა მომხდარი კარგად გააფორმა, რაიანს წითელი აუნთეს.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ კობიმ ბუნდესლიგაში 336-ე მატჩი ჩაატარა და ზე რობერტოს რეკორდი გაიმეორა - იმედია, "ჰერტა" გადარჩება, ლევანი მომავალ სეზონში ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე გამოცდილი ლეგიონერი გახდება და რეკორდს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მატჩის შემდეგ კატაკომბებში საინტერესო რამ მოხდა: "ჰოფეს" თავკაცმა მარკუს ბაბელმა "ჰერტას" მენეჯერ მიხაელ პრეეტცს გამარჯვება ვაჟკაცურად მიულოცა - გეხსომებათ, მარკუსი და მიხაელი დეკემბრის მერე ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ.
მოკლედ, ბერლინელებმა გადარჩენის შანსი შეინარჩუნეს; სამაგიეროდ, დაკარგეს თავდამსხმელი, რომელიც გუნდს რელეგაციის მატჩებში ვეღარ დაეხმარება - 20 წლის პიერ-მიშელ ლასოგამ მყესები გაიწყვიტა და 6 თვე დაისვენებს.
ცრემლების ოკეანე და სკანდალი კიოლნში
თუ არ გინახავთ, იოლი წარმოსადგენია, რა ხდებოდა კიოლნში. "ეს ფეხბურთისთვის სამარცხვინო ამბავია. ასეთ რამეს ნამდვილი ფანი არასდროს გააკეთებს, ეს მხოლოდ იდიოტებს ეხერხებათ!" - ყვიროდა საფინალო სასტვენის შემდეგ "ბაიერნის" თავდამსხმელი მარიო გომესი.
რეკორდმაისტერმა კიოლნში 4:1 მოიგო და ადგილობრივი გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებლად გაწირა - "კიოლნი" გერმანიის საფეხბურთო ელიტას და ლუკას პოდოლსკის (ლონდონის "არსენალში" მიდის) ცრემლების ოკეანით და სკანდალით დაემშვიდობა.
მსაჯი იძულებული გახდა, შეხვედრა 90-ე წუთზე, დამატებული წუთების გარეშე დაესრულებინა, რადგან მოედანი შავმა ბოლმა გადაფარა. პოლიციამ ძლივს შეაკავა "კიოლნის" 20-ამდე გაგულისებული ულტრასი - მათ მოედანზე შევარდნა და ფეხბურთელების ცემა ჰქონდათ გადაწყვეტილი...
არადა, მატჩის წინ კიოლნელთა ბედი მათსავე ხელში იყო: "ბაიერნის" დამარცხების შემთხვევაში მე-16 ადგილს სწორედ "თხები" დაიკავებდა. "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ძირითად შემადგენლობაში ყველა ლიდერი ათამაშა, რითაც "კიოლნს" არ მიანიჭა უპირატესობა "ჰერტასთან" დუელში ("ბაიერნმა" ამ სეზონში "ჰერტას" ხომ ორივე თამაში მოუგო).
ამრიგად, "კიოლნი" 1998, 2002, 2004 და 2006 წლების შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში მეხუთედ დაქვეითდა და ბუნდესლიგის ისტორიის პირველი ჩემპიონი მომავალ სეზონში "უნიონთან", "ინგოლშტადტთან", დრეზდენის "დინამოსა" და სხვებთან ითამაშებს...
აუგსბურგის მწვრთნელი გადადგა!
ბუნდესლიგაში შარშან აღზევებულმა "აუგსბურგმა" ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ჰამბურგთან" 1:0-ზე მოგებული ბოლო მატჩის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი იოს ლუჰუკაი პოსტიდან გადადგა. 48 წლის სპეციალისტი ფეხბურთელებმა დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს!
მაინც რატომ დატოვა თანამდებობა ლუჰუკაიმ? "ბილდის" ინფორმაციით, მას გუნდის ახალ მენეჯერთან ურთიერთობა იმდენად გაუფუჭდა, რომ დარჩენა აღარ შეეძლო.
ამ ნაბიჯით ლუჰუკაიმ უარი თქვა იმ 500 000 ევროზეც, რასაც ეს მწვრთნელი "აუგსბურგის" თავკაცის რანგში გაისად ხელფასის სახით მიიღებდა...
ჰანოვერი ევროპალიგაში
ევროპალიგის ბოლო საგზური "ჰანოვერს" დარჩა! მირკო სლომკას შეგირდები აუტსაიდერ "კაიზერსლაუტერნთან" აგებდნენ, "ვოლფსბურგი" კი შტუტგარტში 2:0-ს იგებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეშვიდე ადგილზე არა "ჰანოვერი", არამედ ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგი" გადიოდა, მაგრამ მერე სლომკას ბიჭებმა თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს (2:1). მოტივაციადაკარგულმა ვოლფსბურგელებმა კი შტუტგარტში უცებ სამი გოლი გაუშვეს და სულაც დამარცხდნენ.
ამრიგად, "ჰანოვერი" ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპალიგაში.
ბომბარდირი ჰუნტელაარია!
ბუნდესლიგა 2011/12-ის საუკეთესო ბომბარდირი კი "შალკეს" ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი გახდა, რომელმაც "ვერდერთან" დუბლი შეასრულა და საბოლოოდ 29 გოლი დააგროვა - მან მეორეადგილოსან მარიო გომესს (ამ უკანასკნელმა კიოლნში ერთი გოლიც ვერ გაიტანა) სამი გოლით გაასწრო.
ფიურტი და აინტრახტი მოდიან!
6 მაისს მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურიც გაიმართა, რომელმაც ცხადყო, თუ რომელ გუნდთან მოუწევს ლევან კობიაშვილის "ჰერტას" ორრაუნდიანი დუელი: ეს ბუნდესლიგის მესამეადგილოსანი, დიუსელდორფის "ფორტუნაა" - გუნდი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს საკუთარ მოედანზე და ჰყავს ერთ-ერთი გამორჩეული ფანობა.
პირველი ბუნდესლიგის საგზური პირდაპირ გაინაღდეს "ფიურტმა" (პირველი ადგილით) და ფრანკფურტის "აინტრახტმა", რომელიც ელიტიდან შარშან გავარდა და როგორც ხედავთ, ერთ წელიწადში ისევ პირველ ბუნდესლიგაში ბრუნდება.
მესამე ბუნდესლიგაში როსტიკის "ჰანზა" და აახენის "ალემანია" დაქვეითდნენ, ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუეს" კი გადარჩენისთვის ორრაუნდიანი დუელი მესამე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "რეგენსბურგთან" მოუწევს. მესამედან მეორე ბუნდესლიგაში კი "ზანდჰაუზენი" და "აალენი" ამოვიდნენ.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXXIV ტური
ნიურნბერგი-ლევერკუზენი 1:4
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, ნილსონი, ვოლშაიდი, პინოლა - ბალიჩი (63. ჰეგელერი), სიმონსი (86. ვისმაიერი) - მაკი, დიდავი, ფრანტცი (46. ბუნიაკუ) - პეკჰარტი.
ლევერკუზენი (4-1-2-1-2): ლენო - ჩორლუკა, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კასტრო - რაინარტცი - ლ. ბენდერი (69. კორი), როლფესი - ბალაკი (52. ბარნეტა) - შიურლე (89. დერდიოკი), კისლინგი.
გოლები: 0:1 კისლინგი (6), 0:2 კისლინგი (32), 1:2 მაკი (58), 1:3 შიურლე (77), 1:4 კისლინგი (89)
გაფრთხილება: ბალიჩი, პინოლა - მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12(5)-4(4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 48 548
კიოლნი-ბაიერნი 1:4
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მაკენა, ჟერომელი, აიხნერი - ლანიგი (69. ბუხტმანი), პეცონი - რიტერი, იაიალო (46. ნოვაკოვიჩი), პეჟკო - პოდოლსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბოატენგი, კონტენტო - შვაინშტაიგერი, კროოსი (69. ალაბა) - რობენი (75. რაფინია), თ. მიულერი, რიბერი (71. ბადშტუბერი) - გომესი.
გოლები: 0:1 თ. მიულერი (34), 0:2 ჟერომელი (52-საკ. კარში), 0:3 რობენი (54), 1:3 ნოვაკოვიჩი (63), 1:4 თ. მიულერი (85)
გაფრთხილება: პეჟკო - შვაინშტაიგერი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7(2)-15(6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 50 000
ვერდერი-შალკე 2:3
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, პრიოდლი, სოკრატისი, შმიტცი - ბოროვსკი (46. არნაუტოვიჩი) - იუნუზოვიჩი (36. ბიონიში), თრაიბული (73. ნალდო) - ჰანტი - როზენბერგი, პისარო.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჯონსი, მატიპი, ესკუდერო - ჰიოგერი, მორიტცი (62. ჰოლტბი) - ფარფანი (75. მარიკა), ხურადო (70. ჰუგლანდი), დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 დრაქსლერი (30), 1:1 პისარო (42-პენ), 1:2 ჰუნტელაარი (65), 1:3 ჰუნტელაარი (74), 2:3 პისარო (82)
გაფრთხილება: სოკრატისი, ფრიტცი - მორიტცი
კუთხური: 11-9; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19(4)-16(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 42 100
აუგსბურგი-ჰამბურგი 1:0
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, სანკო, ს. ლანგკამპი (65. სინკალა), ოსტრცოლეკი - კალსენ-ბრაკერი (59. მ. ნდიენგი), ჰოსოგაი - კოო, ბაიერი, ბელინგჰაუზენი (70. დავიდსი) - რაფაელი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ნოიჰაუსი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - სკიელბრედი (71. რინკონი), ტეშე - სალა (66. სონი), ბერგი (71. პეტრიჩი), ტიორე - გერერო.
გოლი: 1:0 კოო (34)
გაფრთხილება: რაფაელი, კოო - გერერო, აოგო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(3)-11(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 660
ბორუსია (დ)-ფრაიბურგი 4:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი (54. გიოტცე), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (65. პერიშიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (81. ბარიოსი).
ფრაიბურგი (4-4-1-1): ბატცი - მუიჯა (82. ჰინკელი), გინტერი, ჰიონი, ზორგი - შმიდი, გუედე, მაკიადი, დ. კალიჯური - როზენტალი (30. ფლუმი) - ფრაისი (77. პუცილა).
გოლები: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (5), 2:0 ლევანდოვსკი (20), 3:0 ლევანდოვსკი (27), 4:0 ბლაშჩიკოვსკი (39)
გაფრთხილება: მაკიადი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 10-6; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14(6)-8(2); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 80 720
ჰანოვერი-კაიზერსლაუტერნი 2:1
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეცი, კ. შულცი - პინტუ - შტინდლი, რაუში (84. ლალა) - შლაუდრაფი (76. შმიდებახი) - აბდელაუ (68. სობიეხი), ია კონანი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, აბელი, იაია, ბუგერა - ბორისიუკი (77. ჰაინტცი) - ფორტუნისი, კირხი, დე ვიტი, დერშტროფი (58. შაჰანი) - შეხტერი (68. ვოოტენი).
გოლები: 0:1 დე ვიტი (7), 1:1 ბუგერა (38-საკ. კარში), 2:1 ია კონანი (71)
გაფრთხილება: პინტუ, კ. შულცი - დიკი
კუთხური: 16-2; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 25(6)-11(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 49 000
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 3:1
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - იანკერი (79. რუკავიცა), ნიმაიერი, ჰუბნიკი, ჰოლანდი - პერდედაი (44. რონი), კობიაშვილი - ებერტი, რაფაელი, ბენ ჰატირა - ლასოგა (61. რამოსი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - კაიზერი (87. მუსონა), რუდი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი (62. მლაპა), ბაბელი - შიპლოკი (62. ბრააფჰაიდი).
გოლები: 1:0 ბენ-ჰატირა (14), 2:0 ბენ-ჰატირა (78), 2:1 კომპერი (85), 3:1 რაფაელი (92)
გაძევება: რაიან ბაბელი (42. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: პერდედაი, ლასოგა - კაიზერი, მლაპა
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 27-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16(7)-10(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 51 837
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 3:2
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, მასა, დელპიერი, ბოკა (74. მოლინარო) - გენტნერი, კუჟმანოვიჩი (56. ტრაორე) - ჰარნიკი (70. შიბერი), ჰაინალი, კაკაუ - იბიშევიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - როდრიგესი, რუსი, მადლუნგი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე (81. პოლტერი) - სალიჰამიჯიჩი (59. არნოლდი), ვიერინია (47. პოლაკი) - ჰელმესი, მანჯუკიჩი.
გოლები: 0:1 ჰელმესი (28), 0:2 რუსი (60), 1:2 კაკაუ (73), 2:2 მასა (77), 3:2 ტრაორე (79)
გაფრთხილება: მასა, კაკაუ
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15(5)-13(3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 58 500
მაინცი-ბორუსია (მ) 0:3
მაინცი (4-1-2-2-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, კირხჰოფი, ნოვესკი, მ. კალიჯური (64. ივანშიტცი) - ფათი - ბაუმგარტლინგერი (64. პოლანსკი), სოტო - ნ. მიულერი, ჩუპო-მოტინგი (57. მალი) - სალაი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - ჩიგერჩი (73. კორბი), ნოიშტედტერი - რინგი (73. ვენდტი), არანგო (79. ჰერმანი) - როისი, დე კამარგო.
გოლები: 0:1 როისი (31), 0:2 როისი (62), 0:3 დე კამარგო (69)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 5(1)-11(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 34 000
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 34 25 6 3 80:25 81
2. ბაიერნი 34 23 4 7 77:22 73
3. შალკე 34 20 4 10 74:44 64
4. ბორუსია (მ) 34 17 9 8 49:24 60
5. ლევერკუზენი 34 15 9 10 52:44 54
6. შტუტგარტი 34 15 8 11 63:46 53
7. ჰანოვერი 34 12 12 10 41:45 48
8. ვოლფსბურგი 34 13 5 16 47:60 44
9. ვერდერი 34 11 9 14 49:58 42
10. ნიურნბერგი 34 12 6 16 38:49 42
11. ჰოფენჰაიმი 34 10 11 13 41:47 41
12. ფრაიბურგი 34 10 10 14 45:61 40
13. მაინცი 34 9 12 13 47:51 39
14. აუგსბურგი 34 8 14 12 36:49 38
15. ჰამბურგი 34 8 12 14 35:57 36
16. ჰერტა 34 7 10 17 38:64 31
17. კიოლნი 34 8 6 20 39:75 30
18. კაიზერსლაუტერნი 34 4 11 19 24:54 23
ბომბარდირები
29 - კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე) - 29 გოლი (32 მატჩში); 26 - გომესი (ბაიერნი); 22 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 18 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი), როისი (ბორუსია /მ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 16 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - რაული (შალკე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"