გერმანიის ნაკრების ყოფილი პირველი მეკარე ადლერი "ჰამბურგში" "ლევერკუზენიდან" გადავა და ჩრდილოელებთან კონტრაქტს 2016 წლამდე გააფორმებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მიუხედავად რენეს გადაბირებისა, "ჰამბურგი" ამჟამინდელ პირველ ნომერს, იაროსლავ დრობნისაც შეინარჩუნებს.
რუდნევსი კი HSV-ს პოლონური "ლეხიდან" მიაშურებს და ხელშეკრულებას 2017 წლამდე გააფორმებს. მისი ფასი 3 მილიონი ევროა.
კაკაუს აინტრახტი ეპატიჟება
გერმანიის ნაკრების წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი კაკაუ გასრულებული სეზონის პირველ წრეში "შტუტგარტის"
კაკაუს სკამზე ჯდომის პერსპექტივა არ ხიბლავს და აცხადებს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე ვიფიქრებ და არ გამოვრიცხავ, რომ კლუბი გამოვიცვალოო. "შტუტგარტის" მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას გამოცდილი თავდამსხმელი არ ეთმობა, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი წერენ, რომ მისი გადაბირება მეორედან პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებულ ფრანკფურტის "აინტრახტს" უნდაო.
დაუმი ჰერტას მწვრთნელად?
ოტო რეჰაგელი "ჰერტაში" მხოლოდ დროებითი მწვრთნელია - დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ორრაუნდიანი დუელის შემდეგ კი ბერლინელებს ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევთ.
"ბერლინერ ცაითუნგის" ცნობით, ლევან კობიაშვილის გუნდის ხელმძღვანელების ფავორიტი კრისტოფ დაუმია. ხსენებული გაზეთი წერს, რომ მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა 58 წლის დაუმთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. როგორც ირკვევა, ბერლინელები მზად არიან, კრისტოფს წელიწადში 2 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ბაიერნი ჟირუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში "მონპელიეს" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ირკვევა, 25 წლის გოლეადორის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში მისი ყიდვა 10 მილიონ ევროდაა შესაძლებელი. საფრანგეთის ჩემპიონატში ჟირუს ანგარიშზე 21 გოლი და 11 საგოლე პასია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"