ფორტუნა-ჰერტა 22:30
პირველი მატჩი: 2:1
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალმერი - ფრანცი, ლუსტენბერგერი, ლასოგა
სავარაუდო შემადგენლობები
ფორტუნა (4-2-3-1): რატაიჩაკი - ლეველსი, ლუკიმია, ლანგენეკე, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი - ბაისტერი, ილსიო, ლამბერტცი - ბრიოკერი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, იანკერი, ჰოლანდი - ნიმაიერი, კობიაშვილი - ებერტი, რაფაელი, ბენ-ჰატირა - რამოსი.
15 მაისს ლევან კობიაშვილის "ჰერტას" რელეგაციის საპასუხო მატჩი აქვს დიუსელდორფში, რაც ბერლინელთა გადარჩენის ნაღდად უკანასკნელი შანსია.
სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ჰერტა" ვერ გადარჩება და კობის
ერთმანეთში 27 წლის მცველმა კრისტიან ლელმა და 23 წლის გარემარბმა ენის ბენ-ჰატირამ იჩხუბეს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლელმა ბენ-ჰატირასთან ორთაბრძოლისას ამ უკანასკნელს ჯერ მაისურზე მძლავრად დაქაჩა, მერე კი უკნიდან მოცელა და ნიჭიერ ნახევარმცველს კინაღამ სერიოზული ტრავმა მიაღებინა.
ბენ-ჰატირას ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა - ფეხბურთელებმა ერთმანეთზე გაიწიეს, "ურქინეს" და თანაგუნდელები მაშინვე მათ შორის რომ არ ჩამდგარიყვნენ, შეიძლება, ხელჩართული ჩხუბიც დაწყებულიყო.
მაგრამ გაშველებით ყველაფერი არ დამთავრებულა. ლელმა ყვირილი მორთო, უკნიდან მოცელვა ჩემი კი არა, მაგის მოგონილიაო, რის შემდეგაც მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა ფეხბურთელები შეკრიბა, ჩაამწკრივა და დასჭექა, მოყვარულებივით იქცევითო.
ლელმა წუწუნი განაგრძო, რის გამოც რეჰაგელის ასისტენტმა რენე ტრეტჩოკმა უყვირა, ნახევარმცველმა პატრიკ ებერტმა კი ლელის ვარჯიშიდან მოკვეთა მოითხოვა. ბობოქრობდა ბენ-ჰატირაც და მისი დამშვიდება ნიმაიერმა და კობიაშვილმა მოახერხეს, ლელს კი ანდრე მიატოვიჩი ამშვიდებდა.
თავისთავად ცხადია, რომ ეს არ იყო მხოლოდ სპორტული და შემთხვევითი კამათი - მომხვდურები ერთმანეთს ვერ იტანენ და გუნდში არაჯანსაღი ატმოსფეროა.
"ბილდის" ცნობით, ვარჯიშის შემდეგ რეჰაგელმა ჩხუბისთავები თავის კაბინეტში დაიბარა და მათ ნახევარსაათიანი ლექცია წაუკითხა. მენეჯერ მიხაელ პრეეტცის თქმით, ინციდენტი ამოწურულია.
დღეს კობის და კომპანიას დიუსელდორფში მინიმუმ ორი გოლის გატანა და მოგება სჭირდებათ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"