გადაწყდა: სამი ჰიიპია და საშა ლევანდოვსკი რჩებიან!

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ სეზონის მიწურულს დროებითი მწვრთნელების რანგში დანიშნულებს, სამი ჰიიპიას და საშა ლევანდოვსკის, ნდობა გამოუცხადონ - მათ "ლევერკუზენთან" ახალი კონტრაქტები გააფორმეს და თავიანთი ბედი "ლევერკუზენს" 2015 წლამდე დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ ჰიიპიამ და ლევანდოვსკიმ "ბაიერი" ცოტა ხნის წინ ჩაიბარეს და გათავისუფლებული რობინ დუტი შეცვალეს, რის შემდეგაც გუნდმა პროგრესი განიცადა და ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით და გარკვეული კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად დროც არ გვქონდა, ვფიქრობ, წარმატებებს მივაღწიეთ. მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ნდობას გვიცხადებენ და
ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდათ. ეს საშასთვის და ჩემთვის დიდი გამოწვევაა," - განუცხადა ჰიიპიამ "კიკერს".

"ლევერკუზენის" ბოსი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი დარწმუნებულია, რომ ჰიიპია-ლევანდოვსკის დუეტი "ბაიერს" პროგრესს განაცდევინებს. მისი თქმით, "ლევერკუზენის" მიზანი ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრება და მუდმივად ევროტურნირებზე თამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული