ახალი ის გახლავთ, რომ შუა კვირაში მანჩესტერელებმა დორტმუნდელებს კონკრეტული წინადადებით მიმართეს და 23 წლის ფლეიმეიქერის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც დორტმუნდიდან სასტიკი უარი მიიღეს.
გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი კაგავაში მინიმუმ 17 მილიონს ითხოვს.
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "იუნაიტედმა" "დორტმუნდს" ახალი წინადადებით მიმართა და 16 მილიონი ევრო შესთავაზა.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ბუნდესლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი, კერძოდ "ბაიერნის" მარცხენა მცველი დავიდ ალაბაც აინტერესებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი