ვეტერანი თავდამსხმელის "ვერდერიდან" რეკორდმაისტერში გადასვლა შაბათს "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა დაადასტურა. "გვიხარია, რომ პისაროს სახით ძალიან გამოცდილი და რაც მთავარია, "ბაიერნისთვის" კარგად ნაცნობი ფეხბურთელი გადმოვიბირეთ," - უთხრა მან ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
პისარომ "ბაიერნთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანტეს (გლადბახიდან იყიდეს), ჯერდან შაჩირისა (ბაზელიდან) და მეკარე ტომ შტარკეს (ჰოფენჰაიმიდან) შემდეგ, მიუნხენური გრანდისთვის რიგით მეოთხე ახალწვეულია.
კლაუდიო "ბაიერნში" 2001-იდან
ექვსი წლის მანძილზე მან რეკორდმაისტერის რიგებში ბუნდესლიგის 174 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ამრიგად, პერუელი გოლეადორი "ბაიერნში" ბრუნდება. გასულ სეზონში კლაუდიო "ვერდერს" 18 გოლით შეეწია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"