თავის დროზე მან გერმანული კლუბი მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათთან უთანხმოების გამო დატოვა.
როგორც ირკვევა, ვოლფსბურგელებს დიეგოს დაბრუნება სურთ და ამის წინააღმდეგი არც თავად დიეგოა.
"ალბათ, ისევ ვოლფსბურგში დავბრუნდები და ახალ სეზონში "მგლებში" ვითამაშებ, "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი ხომ კიდევ ორი წლით მაკავშირებს," - განუცხადა ბრაზილიელმა "ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგს".
დიეგო აცხადებს, ფელიქს მაგათს ჩემთან დაკავშირება არ უცდია, მაგრამ ხმები მომივიდა, რომ ჩემი დაბრუნება უნდაო.
შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბურგმა"
სხვათა შორის, მადრიდელებს გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში მისი შენარჩუნება შეუძლიათ.
კიაერი: მაგათი აღარ გამაგონოთ!
"ვოლფსბურგს" დანიელი ცენტრალური მცველი სიმონ კიაერიც განათხოვრებული ჰყავდა (რომაში) და წესით, ეს უკანასკნელიც "მგლებში" უნდა დაბრუნდეს, მაგრამ დიეგოსგან განსხვავებით, კიაერმა "კიკერს" უთხრა, რომ "ვოლფსბურგში" არაფრისდიდებით არ დაბრუნდება და დააკონკრეტა, რომ ამის მიზეზი ფელიქს მაგათია!
"ვოლფსბურგს" ხომ ისევ მაგათი წვრთნის? ჰოდა, ჩემი დაბრუნება გამორიცხეთ! ამ მწვრთნელთან დაბრუნება არ მინდა," - უთხრა დანიელმა მცველმა "კიკერს" და იქვე დასძინა, ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"