მატს ჰუმელსი 2017 წლამდე!

AutoSharing Option
მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ მატს ჰუმელსმა შეიძლება დორტმუნდის "ბორუსია" დატოვოს, საბოლოოდ დასრულებულია, რადგან 23 წლის მცველმა გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და თავისი ბედი BVB-ს 2017 წლამდე დაუკავშირა.

"როდესაც ხელმძღვანელებმა დამიბარეს და მკითხეს, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე რა აზრის ხარო, მაშინვე თანხმობა ვუთხარი.

დორტმუნდში ბწრყინვალე გუნდი კეთდება, რომელიც წლების მანძილზე უნდა იყოს წარმატებული და ცხადია, ძალიან მინდა, რომ მეც ბოლომდე ამ კონცეფციის ნაწილი ვიყო,"
- განუცხადა ჰუმელსმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსი "ბორუსიაში" 2007/08 წლების სეზონში, მიუნხენის
"ბაიერნიდან" გადავიდა.

მანამდე მას ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა ჩატარებული, დორტმუნდში კი 120 შეხვედრა ჩაატარა (12 გოლი, 5 პასი) და იურგენ კლოპის გუნდის დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა.

გერმანიის ნაკრებში ჰუმელსს, სავარაუდოდ, კვლავ სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევს, რადგან ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე დაცვის ცენტრში პერ მერტეზაკერისა და ჰოლგერ ბადშტუბერის წყვილს მიენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰუმელსი კარგი ბიჭია.თუ ვინმე შეიძლება რაღაცით ბეკენბაუერ მოგვაგონოს, ეს ჰიუმელსია.
temo
15:21 04-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული