თომას მიულერმა მილანის "ინტერს" უარი შეუთვალა

AutoSharing Option
ბოლო დღეებში გერმანიაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველით, თომას მიულერით დაინტერესდა.

ამ თემას 18 ივნისს თვითონ 22 წლის ფეხბურთელი გამოეხმაურა.

"შეგიძლიათ დაივიწყოთ, "ინტერში" გადასვლას არ ვაპირებ, - განაცხადა მიულერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის ბოლოს "ბაიერნში" ხშირად სათადარიგოთა სკამს ვხეხავდი, მიუნხენიდან წასვლა არ მინდა, იტალიაში გადასვლას კი კატეგორიულად გამოვრიცხავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული