მარიო მანჯუკიჩი ტურინის "იუვენტუსის" ფანია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა ევროპის ჩემპიონატზე თავი სამი გოლით გამოიჩინა, რის გამოც 26 წლის ფორვარდს მთხოვნელების რიგი დაუდგა.

სპეკულაციების თანახმად, მანჯუკიჩით უკვე დაინტერესდნენ "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ფიორენტინა" და მოსკოვის "ლოკომოტივი", უახლესი ინფორმაციით კი, მათ რიცხვს ტურინის "იუვენტუსიც" შეემატა.

"მარიო ბავშვობიდან "იუვეს" ქომაგობს, ტურინული კლუბი ევროპის ერთ-ერთი გრანდია და ცხადია, მანჯუკიჩს "იუვენტუსში" გადასვლა უნდა," - უთხრა ხორვატი ფეხბურთელის მრჩეველმა ივან ცვიეტკოვიჩმა იტალიურ გაზეთ "ტუტოსპორტს".

მარიო ახლა გერმანული "ვოლფსბურგის" საკუთრებაა და ფელიქს მაგათის გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ
მსურველს მასში ფულის გადახდა მოუწევს. ცვიეტკოვიჩი არ მალავს, რომ მანჯუკიჩს "ვოლფსბურგიდან" წასვლა უნდა.

აღსანიშნავია, რომ "ვოლფების" დამრიგებელი მაგათი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მანჯუკიჩის გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობდა, ახლა კი აზრი შეიცვალა - საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარიო დარჩებაო, უთხრა "დესპოტმა ფელიქსმა" "კიკერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული