ბრემენელებმა გულშემატკივრებს პირველ ვარჯიშზე ოთხი ახალწვეული წარუდგინეს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ორი ფეხბურთელი კი ჯერ კიდევ არ არის თომას შააფის განკარგულებაში.
გახსნით ვარჯიშზე "ვერდერის" ფორმები პირველად მოირგეს "ბაიერნიდან" არენდით აყვანილმა თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა, დიუსელდორფის "ფორტუნასგან" ნაყიდმა მცველმა ასანი ლუკიმიამ და ახალმა მეკარეებმა, რაფაელ ვოლფმა (კაპფენბერგიდან) და რიხარდ შტრებინგერმა (ჰერტა II-დან).
შეგახსენებთ, რომ "მუსიკოსებმა" მომავალი სეზონისთვის ლიბერეცის "სლოვანიდან" ჩეხეთის ნაკრების მარჯვენა მცველი თეოდორ
პირველ ვარჯიშს იგივე მიზეზით დააკლდა ბერძენი უკანახაზელი სოკრატის პაპასტატოპულოსიც. ისინი გუნდს 13 ივლისს შეუერთდებიან.
ნალდო: არსადაც არ მივდივარ!
ამასობაში "ვერდერის" ბრაზილიელმა მცველმა ნალდომ უარყო მოარული ხმები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრემენიდან წასვლას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებდეს. "ვერდერიდან" წასვლას არ ვაპირებ, ბრაზილიაში დაბრუნება კი ამ ეტაპზე საერთოდ გამორიცხულია. მომავალ სეზონსაც აუცილებლად ბრემენში გავატარებ," - უთხრა 29 წლის ცენტრალურმა მცველმა "ბილდს".
ამავდროულად, "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა დაადასტურა, რომ "ვერდერი" "იუვენტუსის" ჰოლანდიელი გარემარბის, ელჯერო ელიას გადაბირებას ცდილობს. მოლაპარაკებები დიდი ხნის დაწყებულია და ალოფსი 25 წლის ფეხბურთელს ყველაფერზე შეუთანხმდა, "იუვესთან" მოლაპარაკებები კი გრძელდება.
ტურინელებს ელიას გაყიდვა და მის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს აღება სურთ, "ვერდერი" კი მხოლოდ ერთწლიანი არენდითაა დაინტერესებული. გუშინ ჰოლანდიელი ბრემენში ჩავიდა, ტრანსფერი გადაწყვეტილი არ იყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"