დორტმუნდის "ბორუსია": აი, აქ გეგმავს იურგენ კლოპი მორიგ ტრიუმფს!

AutoSharing Option
გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში პირველი შეკრება დაიწყო.

დორტმუნდელებმა ტიროლში დასცეს ბანაკი, სადაც "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა პირველივე დღეს პრესკონფერენცია გამართა.

"დღეს კოცნის საერთაშორისო დღეა, მაგრამ ჩვენ საკმარისად დიდხანს გვქონდა შვებულება იმისათვის, რომ შეკრების პირველ დღეს კოცნაზე გვეფიქრა.

ესეც რომ არ იყოს, აქ მხოლოდ კაცები ვართ... თუმცაღა ერთმანეთი ძალიან გვიყვარს",
- ტრადიციულად ენაკვიმატი გახლდათ იურგენი.

რაც შეეხება საქმეს და მთავარს: "ბორუსიას" თავკაცი ავსტრიაში შექმნილი პირობებით კმაყოფილია:

"შესანიშნავი პირობები გვაქვს - აქ ყველაფერი კარგია. მოედანი, რომელზეც
ვარჯიში გვიწევს, იდეალურ მდგომარეობაშია, გარემო კი - ფანტასტიკური.

გუნდის მომზადება სწორედ ასეთ სიტუაციაში მინდოდა",
- უთხრა კლოპმა ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, ჩვენი უპირველესი მიზანი ახლა ფეხბურთელების საბრძოლო კონდიციციაში დაბრუნებააო.

თუმცა კლოპი სხვა გერმანული კლუბების მწვრთნელებისგან განსხვავებით, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე კონდიციას და ფიზ-მომზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს. მისი მიზანი უცვლელია: იურგენისთვის მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიშებზეც სიამოვნება მიიღონ.

4-ვარსკვლავიან სასტუმროში დორტმუნდელები კარგადაც ერთობიან - აუზი, საუნა, ტრენაჟორები და სპა მათ განკარგულებაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული