ახალი სეზონისთვის მზადება "შალკემაც" დაიწყო

AutoSharing Option
ბუნდესლიგური კლუბებიდან ახალი სეზონისთვის მზადება ყველაზე გვიან გელზენკირხენის "შალკემ" დაიწყო.

მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს პირველ ვარჯიშზე ევროპის ჩემპიონატის სამი მონაწილე დააკლდა: კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია), ბენედიქტ ჰიოვედესი (გერმანია) და კირიაკოს პაპადოპულოსი (საბერძნეთი) ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.

სტევენსმა შაბათს ჯამში 27 ფეხბურთელს მოუყარა თავი და მათ შორის აღარ იყო ჩვენებური ლევან ყენია, რომელიც, როგორც იცით, კარიერას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს.

ზემოთ ხსენებული ტრიოს გარდა, არ უვარჯიშიათ ჯერმეინ ჯონსსა და ჩინედუ ობასი ოგბუკეს. პირველი "შალკეს" აშშ-ის ნაკრების გამო დააკლდა, ნიგერიელი გარემარბი კი ტრავმირებულია.

ობასი
ოგბუკე ლაზარეთში მინიმუმ სამ კვირას დაჰყოფს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, სტევენსი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ რაულის წასვლის შემდეგ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრფორვარდის უკან ჯეფერსონ ფარფანი ათამაშოს, რომელიც აქამდე მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული