ლუუკ დე იონგი: გამიშვით, "გლადბახში" მინდა!

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის "ბორუსიასა" და "ტვენტეს" შორის ლუუკ დე იონგის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში კი შევიდა, მაგრამ გერმანელები ბრძოლას აგრძელებენ და საგრძნობლად გაიზარდა იმის შანსი, რომ შეთანხმებას მიაღწიონ.

როგორც ვიუწყებოდით, "ტვენტეს" პრეზიდენტმა იოოპ მუნსტერმანმა 21 წლის გოლეადორში 20 მილიონი ევრო მოითხოვა და ისიც თქვა, ზოგიერთი კლუბი 25 მილიონსაც კი გვთავაზობსო. მიონხენგლადბახელები კი მხოლოდ 12-13 მილიონის გადახდაზე იყვნენ თანახმა.

"ბილდის" ინფორმაციით, ამ ორ დღეში ბევრი რამ შეიცვალა - "გლადბახმა" შეთავაზება 14.5 მილიონ ევრომდე გაზარდა და აღარც ჰოლანდიელები არიან ძველებურად ცხვირაწეულები.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით,
ეს ყველაფერი თავად დე იონგის დამსახურებაა, რომელსაც "ტვენტეს" ხელმძღვანელებისთვის უთქვამს, თუ სადმე გადავალ, მხოლოდ "გლადბახშიო".

შესაბამისად, ენსხედელები მიხვდნენ, რომ ლუუკს რუსეთში ან უკრაინაში ვერ გაყიდიან - 20 და 25 მილიონ ევროს "ტვენტეს" სწორედ რუსული და უკრაინული კლუბები სთავაზობდნენ, მაგრამ დე იონგს (25 გოლი გასულ სეზონში) კარიერის ამ ქვეყნებში გაგრძელება არ სურს.

"გლადბახის" მწვრთნელ ლუსიენ ფავრს ტელეფონით რამდენჯერმე ვესაუბრე და მან ამიხსნა, როგორ და რაში ვჭირდები.

ფავრმა დამარწმუნა, რომ მიონხენგლადბახში უნდა გადავიდე, - აცხადებს დე იონგი და დასძენს, - "ტვენტეს" ბოსებს უკვე ვუთხარი, რომ მხოლოდ "გლადბახში" გადასვლას დავთანხმდები.

ამასთან, ბუნდესლიგა იდეალური მისამართია და მჯერა, რომ გერმანიაში თამაში ჰოლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაშიც დამეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული