როგორც იცით, 27 წლის გამთამაშებელმა გასული სეზონი "ატლეტიკოში" არენდით გაატარა. ახლა კი "ვოლფსბურგში" დაბრუნდა, თუმცა ტრავმა მოიმიზეზა და სამშობლოსკენ აიღო გეზი, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
მიუხედავად მაგათის არაერთი განცხადებისა, დიეგოს დაბრუნებას მივესალმებიო, ბრაზილიელს გერმანულ კლუბზე ერთი დადებითი ფრაზაც კი არ დასცდენია და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი "დესპოტ ფელიქსსაც" ყელში ამოუვიდა.
"თუკი მას სჯერა, რომ სხვაგან უფრო ბედნიერი იქნება და უკეთ ითამაშებს, ვიდრე
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფელიქსი დიეგოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და ბრაზილიელის გადაბირებით "ატლეტიკო", "ფლამენგო" და მოსკოვის "ლოკომოტივი" არიან დაინტერესებულები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"