აკაკი გოგია "აუგსბურგიდან" წავიდა

AutoSharing Option
"აუგსბურგი" წარმოშობით ქართველ ფეხბურთელ აკაკი გოგიას გამოეთხოვა.

ეს უკანასკნელი შვაბენლანდურ კლუბში "ვოლფსბურგიდან" იყო განათხოვრებული და წესით, "აუგსბურგში" 2013 წლის 30 ივნისამდე უნდა ეთამაშა, მაგრამ როგორც "აუგსბურგის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, 20 წლის გოგიამ საარენდო ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტა თავად ითხოვა და მისი სურვილი დააკმაყოფილეს.

"აკაკიმ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა გვთხოვა და ჩვენც დავთანხმდით. გოგიას წარმატებებს ვუსურვებთ," - ეს "აუგსბურგის" მენეჯერ მანფრედ პაულას სიტყვებია.

გოგიამ გასულ სეზონში "აუგსბურგის" ფორმა ბუნდესლიგაში 12-ჯერ მოირგო. მწვრთნელი იოს ლუჰუკაი მას სეზონის დასაწყისში თითქმის ყოველთვის ათამაშებდა, მაგრამ მერე დაშავდა და
სეზონის მეორე ნახევარი მთლიანად გაუცდა.

გოგია ახლა "ვოლფსბურგში" უნდა დაბრუნდეს - მას, სავარაუდოდ, ისევ გაანათხოვრებენ, ან გაყიდიან.

ცნობილია, რომ აკაკის "ზანკტ პაულიში" ეპატიჟებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე აკაკი გოგიასა და ირაკლი მესხიას საქმეში ჯერ ვერ ნახავს
გადაწყდა - აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!
მიმოფანტულები: აკაკი გოგია, გუჯა რუხაია და სხვები
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ის არაა ნაკერბში თამაში რო არ უნდა?
seneka
16:07 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული