აკაკი გოგია "ზანკტ პაულიშია"

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ "ვოლფსბურგისა" და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ "აუგსბურგი" დატოვა, სადაც ერთი წლით იყო განათხოვრებული და ისიც გაუწყეთ, რომ 20 წლის ქართველს "ზანკტ პაულიში" ეპატიჟებოდნენ.

11 ივლისს საბოლოოდ გაირკვა და დადასტურდა, რომ გოგია მომავალ სეზონს სწორედ მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელში, ასევე იჯარის წესით გაატარებს.

"აკაკის სახით კიდევ ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გადმოვიბირეთ. გოგია ძალიან კარგი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში," - განაცხადა "ზანკტ პაულის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე შუბერტმა.

"ჰერ შუბერტმა პირველივე საუბრისას
დამარწმუნა, რომ ძალიან ვჭირდები და მიხარია, რომ ისეთ ბრწყინვალე კლუბში მოვხვდი, როგორიც "ზანკტ პაულია".

ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ როგორც მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის, ასევე "პაულის" შესანიშნავი გულშემატკივრების იმედები გავამართლო," - ეს თავად 20 წლის აკაკის სიტყვებია.

გასული სეზონის მეორე ნახევარი გოგიამ ლაზარეთში გაატარა, ახლა კი სრულად გამოჯანმრთელებულია. მან "ზტ. პაულის" ფორმა უკვე მოირგო - "აინდლინგთან" ტესტ-მატჩში (6:0) ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აკაკიზე ჭორები რომ მას არ უნდა საქართველოს ნაკრებში ტყუილია უბრალოდ მოქალაქეობა არ აქვს და არც ესენი ედზახიან..... :) საგოლ აკო მაგარი კაცი ხარ მიდი შებერე ძმაო წარმატებებიიიიი
irakli
23:06 14-06-2013
0
29 ნომრიანი მაისურით ითამაშებს თუ არ ვცდები
irakli
13:48 12-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული