ახალი ის არის, რომ ლეგენდარულ გერმანელ ნახევარმცველს ახლა პროგრესი და განვითარება პრაქტიკული კუთხითაც სურს და სერიოზული გეგმები აქვს.
"მინდა, რომ რამდენიმე კვირა ჟოზე მოურინიოსთან გავატარო და ვნახო, როგორ მუშაობს პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელსაც, როგორც მწვრთნელს, უდიდეს პატივს ვცემ.
თუ ჟოზესთან პრაქტიკა არ გამოვიდა, სერ ალექს ფერგიუსონს მივმართავ, - აცხადებს 43 წლის ეფენბერგი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - პრინციპში, თითქმის მზად ვარ იმისათვის, რომ ბუნდესლიგაში ვიმუშავო.
მთავარია, კლუბში
ხსენებულ ინტერვიუში ეფე მათიას ზამერის "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად დანიშვნასაც გამოეხმაურა და რეკორდმაისტერის ახალი ბოსი მაგრად აქო. შტეფანის თქმით, ზამერს აქვს ყველაფერი, რაც ამ დონეზე მომუშავე ფუნქციონერს სჭირდება და იქვე დაამატა, "ბაიერნს" სწორედ ასეთი ფიგურა სჭირდებოდაო.
ეფენბერგის აზრით, ზამერის ერთ-ერთი უმთავრესი მისია "ბაიერნში", კადრების მხრივ, ეგოისტი არიენ რობენის "მორჯულება" იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"