მადრიდის "რეალის" მცველი "ლევერკუზენშია"!

AutoSharing Option
11 ივლისს საბოლოოდ გადაწყდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის წევრი, ახალგაზრდა მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალ რამოსი კარიერას გერმანიაში, კერძოდ, ლევერკუზენის "ბაიერში" გააგრძელებს.

20 წლის კარვახალმა, რომელიც 2011 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი გახდა, გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბაიერს" ეს ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაუჯდა. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ამ ტრანსფერში დიდი წვლილი თავად ჟოზე მოურინიოს მიუძღვის.

"ფაქტი იყო, რომ გასულ სეზონში ყველაზე მეტად დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვიჭირდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ
ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მარჯვენა მცველი გვყავს.

დანიელ კარვახალი უკვე მაღალი კლასის ფეხბურთელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი მომავალი აქვს,"
- ეს ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული