20 წლის კარვახალმა, რომელიც 2011 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი გახდა, გერმანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბაიერს" ეს ტრანსფერი 5 მილიონი ევრო დაუჯდა. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ამ ტრანსფერში დიდი წვლილი თავად ჟოზე მოურინიოს მიუძღვის.
"ფაქტი იყო, რომ გასულ სეზონში ყველაზე მეტად დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვიჭირდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ
დანიელ კარვახალი უკვე მაღალი კლასის ფეხბურთელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი მომავალი აქვს," - ეს ლევერკუზენელთა სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"