ჰოლანდიაში, ზოგადად, ბევრი გოლი გადის და ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან თავდამსხმელებს ყველაზე მეტად სწორედ იქ უადვილდებათ ხოლმე თავიანთი ბომბარდირული ნიჭის გამოვლენა, მაგრამ 34 მატჩში 32 გოლი მაინც ნამეტანია და თამამად უნდა ვთქვათ, რომ დოსტი უკვე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ გოლეადორად მიიჩნევა.
სწორედ ამიტომ გადაიხადა გერმანულმა "ვოლფსბურგმა" მასში
როცა დოსტზე ჩამოუგდებენ ხოლმე სიტყვას, მაგათი საუბარს ყოველთვის ერთი და იგივე წინადადებით იწყებს - მას პირველივე სეზონში სასწაულებს ნუ მოვთხოვთო.
ფელიქსი მომთმენი და მომლოდინე, კარგი ნებისყოფის მქონე სპეციალისტია და მართალია, ზუსტად იცის, რომ დოსტს პირველივე სეზონში შეუძლია უამრავი გოლის გატანა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც თადარიგს იჭერს - ვაითუ ჰოლანდიელს ბუნდესლიგასთან შეგუების პროცესი გაუგრძელდეს.
თავად ბასი, როცა კი საშუალება მიეცემა, სულ ერთსა და იმავე წინადადებას იმეორებს: "ფელიქს მაგათის ვარჯიშებზე ლეგენდები დადის და ვიცოდი, რაც მელოდა, - ამბობს "ვოლფსბურგის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში იმას, რაც ფელიქსის ყველა შეგირდს უთქვამს, - მაგრამ ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მისი ვარჯიშები ასეთი მძიმე იქნებოდა".
მაგათი: ვაცადოთ ამ ბიჭს
გასული სეზონის მიწურულს დოსტმა დაამტკიცა, რომ არა მარტო ნიჭიერი და ალღოიანი ფორვარდია, არამედ მონდომებითაც გამოირჩევა: სეზონის მიწურულს, ფაქტობრივად, ტრავმირებული თამაშობდა, რათა "ჰერენვენი" ევროპალიგაში გაეყვანა.
"ვოლფსბურგში" კი, როგორც თავად ამბობს, მოტივაცია გაუსამმაგდა, თუმცა მაინც ამას ამბობს:
"ჯერ გერმანიას და აქაურ ფეხბურთს უნდა შევეჩვიო. პირველი კვირა მართლაც ჯოჯოხეთურად მძიმე იყო. ახლა კი თავს უკეთ ვგრძნობ და ისე აღარ მიჭირს, როგორც პირველ დღეებში.
მერე ბუნდესლიგა დაიწყება და იმედია, აქაურობას ალღოს აქაურობას მალე ავუღებ, თუმცა კარგად მესმის, რომ შესაძლოა, ადაპტაციის პროცესი გამიგრძელდეს."
"ბასი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ამ ეტაპზე მას აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი. მე მას არ ვაჩქარებ, წნეხის ქვეშ არ ვაქცევ და კარგი იქნება, თუ "ვოლფსბურგის" ფანებიც ადროვებენ და არ გაუჯავრდებიან, თუ პირველივე ტურებში გოლებს ვერ გაიტანს," - აცხადებს მაგათი.
ბას დოსტისთვის მისაბაძი მაგალითი როი მაკაია, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასვლისთანავე (2003/04) დაიწყო გოლების გატანა და პირველსავე სეზონში 23 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მაკაი გერმანიაში არა ჰოლანდიიდან, არამედ ესპანეთიდან, ჩამოყალიბებული, შემდგარი გოლეადორის სტატუსით გადავიდა და თანაც უკვე 28 წლის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და დოსტის შედარება ამ კონტექსტში უადგილოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"