კაკაუს 2014 წლის მუნდიალზე უნდა!

AutoSharing Option
"შტუტგარტის" წარმოშობით ბრაზილიელი თავდამსხმელი კაკაუ, რომელიც გერმანიის ნაკრების საევროპო განაცხადიდან ბოლო დღეს ამოვარდა, შვაბენლანდური კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.

31 წლის თავდამსხმელი იმედგაცრუებულია იმით, რომ იოახიმ ლიოვმა ევრო 2012-ზე არ წაიყვანა, თუმცა მწვრთნელს არ აკრიტიკებს.

სამაგიეროდ, კაკაუს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წასვლა უნდა, ამისათვის კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მოგეხსენებათ, 2014 წლის მუნდიალი ბრაზილიაში უნდა გაიმართოს და რაკი კაკაუც ბრაზილიელია, ამ ტურნირზე თამაშზე ოცნებობს.

"შტუტგარტის" თავკაცი ბრუნო ლაბადია მას ძირითად შემადგენლობაში გამწესების გარანტიაზე არ აძლევს და კაკაუსაც ისეთ კლუბში სურს გადასვლა, სადაც ხშირად
ათამაშებენ და საიდანაც გერმანიის ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსი ექნება.

"რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია და ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს," - უთხრა კაკაუმ "კიკერს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაზორ
mirian
20:31 14-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული