31 წლის თავდამსხმელი იმედგაცრუებულია იმით, რომ იოახიმ ლიოვმა ევრო 2012-ზე არ წაიყვანა, თუმცა მწვრთნელს არ აკრიტიკებს.
სამაგიეროდ, კაკაუს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წასვლა უნდა, ამისათვის კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. მოგეხსენებათ, 2014 წლის მუნდიალი ბრაზილიაში უნდა გაიმართოს და რაკი კაკაუც ბრაზილიელია, ამ ტურნირზე თამაშზე ოცნებობს.
"შტუტგარტის" თავკაცი ბრუნო ლაბადია მას ძირითად შემადგენლობაში გამწესების გარანტიაზე არ აძლევს და კაკაუსაც ისეთ კლუბში სურს გადასვლა, სადაც ხშირად
"რამდენიმე კლუბი დაინტერესებულია და ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს," - უთხრა კაკაუმ "კიკერს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"