არიენ რობენი ლუის ვან გაალს მიესალმა

AutoSharing Option
არიენ რობენი ევროპის ჩემპიონატის გამო გახანგრძლივებული შვებულებიდან დაბრუნდა და "ბაიერნს" შეუერთდა, თუმცა სრული დატვირთვით ჯერ არ ვარჯიშობს.

ჰოლანდიელი ტრავმირებული არ არის, მაგრამ ბავარიული გრანდის ექიმები პირველივე დღეებში მის ბოლომდე დატვირთვას ერიდებიან.

შესაბამისად, რობენი კლაუდიო პისაროსთან (პერუელი ახლახან გამოჯანმრთელდა) ერთად ინდივიდუალურად ემზადება.

რობენი 16 ივლისს "ბაიერნის" ყოფილი თავკაცის, ლუის ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა:

"მიხარია, რომ ვან გაალი დანიშნეს, რადგან მიმაჩნია, რომ ლუისი შესანიშნავი სპეციალისტია. მე მას ყოველთვის კარგად ვუგებდი. მჯერა, რომ ჰოლანდიის ნაკრებს მასთან ერთად სერიოზული
წარმატებების მიღწევა შეუძლია,"
- განაცხადა 28 წლის გარემარბმა.

ჰოლანდიელმა მომავალი სეზონის შესახებაც ისაუბრა: "წინა სეზონი ჩემთვის კოშმარული გამოდგა. იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონში ტრავმას აღარ მივიღებ და არც იღბალი შემაქცევს ზურგს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული