ბუნდესლიგის "უკანასკნელმა დინომ" ბოლო წლებში უთვალავი მწვრთნელი გამოიცვალა; ფეხბურთელებიც მიდი-მოდიან და ბოლოს ხელმძღვანელობაც შეიცვალა, მაგრამ HSV-ში მაინც ქაოსია.
წინა კვირაში ჩრდილოგერმანული კლუბის ვარჯიშზე ჩხუბი მოხდა და მთავარმა დამნაშავემ, სლობოდან რაიკოვიჩმა, ახალი გუნდი უნდა ეძებოს. ახლა კი ერთმანეთს ბოსი კარლ ედგარ იარხოვი და ინვესტორი კლაუს მიხაელ კიუნე დაეტაკნენ.
ამ უკანასკნელთა დაპირისპირების მიზეზი რაფაელ ვან დერ ვაარტის სავარაუდო ტრანსფერია, რომელიც ახლა უკვე ჩაშლილად უნდა გამოვაცხადოთ. ინვესტორი კიუნე
ზოგადად, ეს, ფაქტობრივად, იმასაც ნიშნავს, რომ ჰამბურგელ ქომაგებს ამ ზაფხულს არცერთი ხმაურიანი ტრანსფერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი იმედოვნებს, რომ ორ-სამ კარგ ფეხბურთელს მაინც უყიდიან.
"საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ ნახევარდაცვას ორი-სამი ფეხბურთელით, ხოლო დაცვას კი ერთი კარგი უკანახაზელით მაინც გავაძლიერებთ.
სხვა შემთხვევაში ჩვენი მიზანი ისევ მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ხელმძღვანელები ფინანსურ სახსრებს გამონახავენ და გუნდს გააძლიერებენ," - უთხრა ფინკმა "კიკერს".
შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგმა" დღემდე მხოლოდ ლატვიელი თავდამსხმელი არტიომ რუდნევსი, მეკარე რენე ადლერი და შემტევი ნახევარმცველი მაქსიმილიან ბაისტერი გადაიბირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"