კლაას-იან ჰუნტელაარი არ ჩქარობს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, "შალკეს" ჰოლანდიელ თავდამსხმელ კლაას-იან ჰუნტელაარს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახლავე ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, გერმანული კლუბი იძულებული გახდება, წინა სეზონში 29 გოლის გამტანი ჰუნტელაარი ან აგვისტოში გაყიდოს, ან ზამთარში უფრო იაფად შეელიოს; ანაც მომავალ ზაფხულს მისი უფასოდ დათმობა მოუწევს.

"შალკეს", რა თქმა უნდა, არცერთი ვარიანტი არ აწყობს, ჰოლანდიელი კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს, რის გამოც გელზენკირხენელები უკვე მაგრად აანერვიულა.

"მე არსად მეჩქარება და არც კონკრეტული თარიღი
დავთქვი, თუ როდის უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ახლო მომავალში ჩემს აგენტთან ერთად კიდევ ერთხელ შევხვდები "შალკეს" ხელმძღვანელებს და მერე უფრო მეტი მეცოდინება," - განუცხადა 28 წლის გოლეადორმა "კიკერს".

ჰუნტელაარი არ ამბობს, რომ "შალკედან" წასვლა უნდა; პირიქით, აცხადებს, მხოლოდ "შალკეზე" ვფიქრობ და არ ვიცი, არის თუ არა რომელიმე სხვა გუნდი ჩემით დაინტერესებულიო, მაგრამ არც იმას ამბობს, რომ "შალკესთან" ახალ ხელშეკრულებას ასი პროცენტით გააფორმებს.

შესაბამისად, სანამ ახალი კონტრაქტი არ გაფორმებულა, "შალკეს" შეფებს და ფანებს ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული