რა სჭირს ჰოლანდიელს ზამერის მოსარჯულებელი? ცნობილია, რომ 44 წლის ფუნქციონერი ვერ იტანს ეგოისტ ფეხბურთელებს, რომლებიც უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის პასის მიცემას კარში დარტყმას ამჯობინებენ და ვერც ისეთებს, ვინც თავგანწირვით არ იბრძვის. რობენი კი სწორედ ასეთია! თუ იყო?
28 წლის ჰოლანდიელი გარემარბი შვებულებიდან დაბრუნდა და რეკორდმაისტერს შეუერთდა.
რობენს ისედაც მოკლე ვარცხნილობა ჰქონდა და თმა კიდევ უფრო დაუმოკლებია, რითაც ზამერს ფიზიკურად ახლა უფრო
ცნობილია, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ჰოლანდიელი ზამერს შეხვდა და თუ მათიასმა ერთი შეხვედრით შეძლო რობენის გარდაქმნა, "ბაიერნს" მისი სახით მართლა ტუზი დასცემია.
ფაქტია, რომ რობენი ვარჯიშებზე ძალიან მონდომებული ჩანს - თვითონაც თავდაუზოგავად იბრძვის და თანაგუნდელებსაც იგივეს სთხოვს.
ამასთან, ბევრს ლაპარაკობს, პასებს ითხოვს, არიგებს და ერთი სიტყვით, უჩვეულო როლშია. აქამდე ფანებს მისგან მუდმივი მოძრაობა და დროული გახსნა ოფიციალურ მატჩებში ენატრებოდათ, ახლა კი რობენი ამას ვარჯიშებზეც კი უდიდესი მონდომებით აკეთებს.
სულ სხვა რობენი
გარდა ამისა, ინტერვიუების დროს რობენი უკვე ჩამოყალიბებული ლიდერივით ლაპარაკობს. ხშირად ახსენებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "პასუხისმგებლობა" და "ბრძოლა".
რაც ყველაზე მთავარია, ზამერის დარად, რობენიც უმაღლეს მიზნებს ისახავს და საკმაოდ თავდაჯერებულია: "იმედგაცრუებების დრო წარსულს ჩაბარდა, მომავალ სეზონში სამივე ტურნირი უნდა მოვიგოთ!" - ამბობს აზრზე მოსული ჰოლანდიელი.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რის გამოც ექსპერტებმა რობენში ზამერი დაინახეს: პირველ ვარჯიშზე არიენმა მოედანზე გასვლა დააგვიანა და გუნდს მხოლოდ მაშინ შეუერთდა, როცა მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ფეხბურთელებთან საუბარი დაწყებული ჰქონდა.
ვარჯიშის შემდეგ რობენი მოედანზე დარჩა და იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელები უკვე ან გასახდელში იყვნენ, ანაც ავტოგრაფებს არიგებდნენ, ჰოლანდიელი ფიზ-მომზადების მწვრთნელთან ერთად ჯერ კიდევ განტვირთვით იყო დაკავებული. მათიას ზამერი კი ამ ყველაფერს თვალს ძალიან კმაყოფილი სახით ადევნებდა - მას და ზოგადად "ბაიერნს" სწორედ ასეთი არიენ რობენი სჭირდება.
როგორც ჩანს, ჰოლანდიელს მოტივაცია იმ ფაქტმაც შემატა, რომ გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ - მისი პირველი ვარჯიში 3000-მდე ფანმა ნახა და ისინი რობენს ტაშით შეეგებნენ. ვარჯიშის შემდეგ არიენმა თქვა, ეს ძალიან კარგი დასაწყისია და რატომღაც მგონია, რომ ეს სეზონი "ბაიერნისთვის" იდეალური გამოვაო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"