18 ივლისს ნალდომ "ვოლფსბურგში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა, რის გამოც მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება გახდა აუცილებელი.
"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ნალდო ვოლფსბურგელი გახდეს, მაგრამ ფეხბურთელის, მით უმეტეს, ძვირად ღირებული ფეხბურთელის ჯანმრთელობის საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია.
მუშაობას ვაგრძელებთ, ფეხბურთელს გამოკვლევები უტარდება და ვიმედოვნებ, რომ სერიოზული
მომხდარზე კომენტარი "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმაც გააკეთა:
"მე ეს არ მიკვირს, რადგან ნალდოს სერიოზული ტრავმები აქვს გადატანილი და ისიც კარგად მესმის, რომ ვოლფსბურგელები მაქსიმალურად ფრთხილობენ. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა".
ვოლფსბურგელებს ნალდოს ოფიციალური პრეზენტაცია 18 ივლისს ჰქონდათ დაგეგმილი, რაც, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, "მგლები" 29 წლის მცველს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"