ნალდომ "ვოლფსბურგში" სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

AutoSharing Option
18 ივლისს გადაწყდა, რომ "ვერდერის" ბრაზილიელმა მცველმა ნალდომ კარიერა "ვოლფსბურგში" უნდა გააგრძელოს - მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და "ვოლფების" მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახარებული იყო, ძალიან მაგარ მცველს ვყიდულობთო, მაგრამ თითქმის განხორციელებულ ტრანსფერს ახლა ჩაშლის საფრთხე ემუქრება.

18 ივლისს ნალდომ "ვოლფსბურგში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა, რის გამოც მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება გახდა აუცილებელი.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ნალდო ვოლფსბურგელი გახდეს, მაგრამ ფეხბურთელის, მით უმეტეს, ძვირად ღირებული ფეხბურთელის ჯანმრთელობის საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია.

მუშაობას ვაგრძელებთ, ფეხბურთელს გამოკვლევები უტარდება და ვიმედოვნებ, რომ სერიოზული
არაფერი აღმოაჩნდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ მცირე რისკზეც კი ვერ წავალთ,"
- უთხრა მაგათმა 18 ივლისს, საღამოს ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მომხდარზე კომენტარი "ვერდერის" სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმაც გააკეთა:

"მე ეს არ მიკვირს, რადგან ნალდ
ოს სერიოზული ტრავმები აქვს გადატანილი და ისიც კარგად მესმის, რომ ვოლფსბურგელები მაქსიმალურად ფრთხილობენ. იმედია, მალე ყველაფერი გაირკვევა".

ვოლფსბურგელებს ნალდოს ოფიციალური პრეზენტაცია 18 ივლისს ჰქონდათ დაგეგმილი, რაც, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. თუ ყველაფერი კარგად დამთავრდა, "მგლები" 29 წლის მცველს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული