"ყველამ იცის, რომ "ბაიერნთან" დაპირისპირების მომხრე არ ვარ, მაგრამ ძალიან გავბრაზდი. პირველ რიგში, გამიკვირდა, რომ იუპ ჰაინკესმა ყველასათვის მოულოდნელად, ბენდერის თემა საჯაროდ წამოსწია და ლარსზე ილაპარაკა," - უთხრა ჰოლცჰოიზერმა "ბილდს". ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პარასკევს ჰაინკესმა ერთ-ერთ ჟურნალისტს კითხვაზე, რას მოიმოქმედებთ იმ შემთხვევაში, თუ
ფაქტია, რომ ჰოლცჰოიზერმა ჰაინკესის ეს განცხადება ხუმრობად არ მიიღო: "ძალიან მიკვირს, რომ იუპი ასე მოიქცა, - ამბობს "ლევერკუზენის" ბოსი, - მიკვირს ისიც, რომ ჰაინკესს SMS-ების წერა უსწავლია. ჩემი გაბრაზება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წინა კვირაში "ბაიერნისგან" ოფიციალური წერილი მოგვივიდა, ლარს ბენდერზე ვფიქრობთო.
მე მიუნხენელებს მაშინვე უარი შევუთვალე და გავაგებინე, რომ ლარსის გაყიდვას არ ვაპირებთ და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ თუნდაც მცირე და უმნიშვნელო მოლაპარაკების შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. შევთანხმდით იმაზეც, რომ ბავარიელები ბენდერს არ დაეკონტაქტებოდნენ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ თქვა ჰაინკესმა ეს ყველაფერი!"
ლარს ბენდერს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ცნობილია, რომ "ბაიერნის" ახალი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მისი ფანია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"