ფელიქს მაგათის მორიგი ბრაზილიელი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "ვოლფსბურგის" მწვრთნელმა და მენეჯერმა ფელიქს მაგათმა კიდევ ერთი ტრანსფერი სრულყო - ბრემენის "ვერდერიდან" ცენტრალური მცველის, ნალდოს გადაბირების შემდეგ, 58 წლის "დესპოტმა ფელიქსმა" "ვოლფსბურგს" კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი შესძინა. 23 წლის მარჯვენა მცველი ფაგნერი "მგლებში" "ვასკო და გამადან" გადადის.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ტანდაბალმა (1.69 მეტრი) ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან ყველაფერი შეათანხმა და მას ვოლფსბურგში 23 ივლისს ელოდებიან.

"ბილდის" ინფორმაციით, "ვოლფსბურგს" ფაგნერი 4 მილიონი ევრო უჯდება და ბრაზილიელი "მგლებთან", სავარაუდოდ, 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ფაგნერმა ევროპაში ბედი ადრეც სცადა
- 17 წლის იყო, როცა "ეინდჰოვენში" გადავიდა, მაგრამ თავი ვერ დაიმკვიდრა და ისევ სამშობლოში დაბრუნდა. ფაგნერი ახალი სეზონისთვის მაგათის რიგით მეშვიდე ახალწვეულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული