"შტუტგარტი": 55 000 ფანი ღია კარის დღეზე

AutoSharing Option
22 ივლისს შტუტგარტში სტადიონის ღია კარის დღე იყო - სეზონის გახსნის ცერემონიალი 5 საათს გაგრძელდა და მას 55 000 ფანი დაესწრო. უდიდესი ინტერესის გამო ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, "მერსედეს ბენც არენას" ყველა კარი დაგეგმილზე ერთი საათით ადრე გაეღოთ.

წვეულების უმთავრესი მოვლენა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გუნდის წარდგენა გახლდათ - "შტუტგარტის" ფეხბურთელები თავიანთ ქომაგებს სპეციალური სცენიდან მიესალმნენ.

იყო სახალისო შოუპროგრამა და მისასალმებელი სიტყვებიც. "მერსედეს ბენც არენას" გამომცხადებლის კითხვაზე, როდიდან შეიძლება შენობით მოგმართოთო, შვაბენლანდური კლუბის მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა ასე უპასუხა:

"მე მხოლოდ 40 წლის
ვარ და აქ თითქმის ყველას იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი. მაშინ ყველა შენობით მომმართავდა და უმეტესობა ახლაც ასე მომმართავს. ასე რომ, ამიერიდან თქვენც შენობით მელაპარაკეთ."

ფანებს "შტუტგარტის" თავკაცი ბრუნო ლაბადიაც მიესალმა: "იშვიათად მინახავს ქალაქი, სადაც საღამოობით იმდენი რამ ხდება, რამდენიც შტუტგარტში. ამის მერე კიდევ იტყვის ვინმე, რომ შვაბებს ზეიმი არ ეხერხებათო?"

იმისათვის, რომ ასეთი ზეიმები სრულყოფილი იყოს, შვაბებს ტიტულები სჭირდებათ და რამდენად შეუძლია "შტუტგარტს" რომელიმე ტიტულისთვის ბრძოლა, ამას მალე შევიტყობთ - გერმანიის ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება, თასის გათამაშება კი ერთი კვირით ადრე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული