წვეულების უმთავრესი მოვლენა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გუნდის წარდგენა გახლდათ - "შტუტგარტის" ფეხბურთელები თავიანთ ქომაგებს სპეციალური სცენიდან მიესალმნენ.
იყო სახალისო შოუპროგრამა და მისასალმებელი სიტყვებიც. "მერსედეს ბენც არენას" გამომცხადებლის კითხვაზე, როდიდან შეიძლება შენობით მოგმართოთო, შვაბენლანდური კლუბის მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა ასე უპასუხა:
"მე მხოლოდ 40 წლის
ფანებს "შტუტგარტის" თავკაცი ბრუნო ლაბადიაც მიესალმა: "იშვიათად მინახავს ქალაქი, სადაც საღამოობით იმდენი რამ ხდება, რამდენიც შტუტგარტში. ამის მერე კიდევ იტყვის ვინმე, რომ შვაბებს ზეიმი არ ეხერხებათო?"
იმისათვის, რომ ასეთი ზეიმები სრულყოფილი იყოს, შვაბებს ტიტულები სჭირდებათ და რამდენად შეუძლია "შტუტგარტს" რომელიმე ტიტულისთვის ბრძოლა, ამას მალე შევიტყობთ - გერმანიის ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება, თასის გათამაშება კი ერთი კვირით ადრე...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"